(+995 32) 2 422 333, 599 433 226
სამუშაო გრაფიკი: 10.00-19.00, შბ.- 10.00-17.00, კვ.- დასვენება
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

განვადების პირობები

ტექნიკის ონლაინ მაღაზია Deals.ge გთავაზობთ როგორც საბანკო, ასევე შიდა განვადებას შემდეგი პირობებით:

1 - ონლაინ განვადება

ლიბერთი ბანკი

ლიბერთი ბანკი ერთ-ერთი ლიდერი ბანკია ონლაინ გავნადების სისტემაში. შეავსეთ ონლაინ აპლიკაცია და მიიღეთ პროდუქტი სახლიდან გაუსვლელად.

განვადების პირობები:

  • საპროცენტო განაკვეთი : 0% დან 
  • მინიმალური თანამონაწილეობის თანხა: 0
  • განვადების ხანგრძლივობა: 3 - დან 24 თვემდე 
  • ჯამური განვადების თანხა: 80 დან 5,000 ლარის ჩათვლით 

მინიმალური მოთხოვნები:

  • მსესხებლის ასაკი: 21-დან 70 წლამდე
  • ყოველთვიური შემოსავალი: 100 ლარი თბილისში; პენსიის მინიმალური შემოსავალი 80 ლარი

დასაშვებია სხვადასხვა საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი:

  • ხელფასი
  • იჯარა
  • დივიდენდი
  • პროფესიული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი
  • შემოსავალი სოფლის მეურნეობიდან
  • გზავნილები
  • ბიზნესი
  • სახელმწიფო პენსია

რეგიონების შემთხვევაში აპლიკანტი ხელშეკრულებას აფორმებს ადგილობრივი ლიბერთი ბანკის ფილიალში.

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია საქართველოში. იგი ემსახურება თითქმის 2.0  მილიონ მომხმარებელთა ანგარიშს.

განვადების პირობები:

  • საპროცენტო განაკვეთი: 12 თვემდე 0%
  • განვადების თანხის ოდენობა: 150 - 3 000 ლარი
  • განვადების ხანგრძლივობა: 3 - 24 თვემდე

მინიმალური მოთხოვნები:

  • მომხმარებლის ასაკი: 20 - 65 წელი
  • მომხმარებლის მინიმალური ყოველთვიური შემოსავალი: 200 ლარი

კრედიტის გასაცემად დასაშვები შემოსავლის წყაროები:

  • ხელფასი
  • იჯარა
  • დივიდენდი
  • პროფესიული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი
  • შემოსავალი სოფლის მეურნეობიდან
  • გზავნილები
  • ბიზნესი

TBС ბანკი

TBС ბანკი ერთ-ერთი მოწინავე და წარმატებული კომერციული ბანკია საქართველოში. TBС ბანკის ონლაინ განვადებით სარგებლობა შეუძლია 18-დან 75 წლამდე ასაკის ნებისმიერ თიბისი ბანკის კლიენტს, რომელსაც აქვს სტაბილური შემოსავალი.

განვადების პირობები:

  • საპროცენტო განაკვეთი: 12 თვემდე 0%
  • განვადების თანხის ოდენობა: 100 - 5000 ლარი (არაკლიენტთათვის 100 – 3000 ლარი)
  • განვადების ხანგრძლივობა: 3 - 24 თვემდე

მინიმალური მოთხოვნები:

  • მომხმარებლის ასაკი: 19 წლიდან 75 წლამდე
  • მომხმარებლის მინიმალური შემოსავალი სახელფასო კლიენტზე 100 ლარი(მომხმარებლები, რომელთაც ხელფასი TBC ბანკში ერიცხებათ)
  • მომხმარებლის მინიმალური შემოსავალი არასახელფასო კლიენტზე 200 ლარი (მომხმარებლები, რომელთაც ხელფასი სხვა ბანკებში ერიცხებათ)

კრედიტის გასაცემად დასაშვები შემოსავლის წყაროები:

  • ხელფასი
  • იჯარა
  • დივიდენდი
  • პროფესიული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი
  • შემოსავალი სოფლის მეურნეობიდან
  • გზავნილები
  • ბიზნესი

კრედო ბანკის განვადების პირობები

განვადების პირობები:

  • საპროცენტო განაკვეთი : 0% დან
  • მინიმალური თანამონაწილეობის თანხა: 0
  • განვადების ხანგრძლივობა: 3 - დან 12თვემდე
  • ჯამური განვადების თანხა: 100 დან 3,000 ლარის ჩათვლით

მინიმალური მოთხოვნები:

  • მსესხებლის ასაკი: 18-დან 70 წლამდე
  • ყოველთვიური შემოსავალი: არ მოითხოვება
  • კრედო ბანკის განვადებით სარგებლობა შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია OKey

 OKey არის პირველი ორგანიზაცია საქართველოში, რომელის ბიზნეს პროცესები სრულად დამყარებულია მაღალ ტექნოლოგიებზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან და ინოვაციურ საფინანსო მომსახურებას.

განვადების პირობები:

  • განვადების თანხის ოდენობა: 50 - 5000 ლარი
  • საპროცენტო განაკვეთი: 0 - 5 % (განისაზღვრება კლიენტის საკრედიტო ისტორიის საფუძველზე
  • გაცემის საკომისიო და წინასწარი შესატანი (თანამონაწილეობა): 0 %
  • განვადების ხანგრძლივობა: 1 - 18 თვემდე

მინიმალური მოთხოვნები:

  • მომხმარებლის ასაკი: 18 - 70 წელი

დამატებითი ინფორმაცია:

✻ ვადაგადაცილების ჯარიმა: პირველ დღეზე 10 ლარი, ყოველ გადაცილებულ დღეზე ყოველთვიური შესატანის 1%

 შიდა განვადება, პირდაპირ Deals.ge-სგან

  • შიდა განვადებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ თბილისის მაცხოვრებელთათვის;
  • შიდა განვადების ხანგრძლივობა:  2 - 12 თვემდე;
  • ჯამური განვადების თანხა: 100 ლარიდან 2000 ლარის ჩათვლით
  • შიდა განვადება მოქმედებს 18 წლიდან (18-21 წელზე სავალდებულო იქნება თავდების მითითება);
  • 500 ლარამდე ღირებულების პროდუქტზე წინასწარი შესატანის გარეშე;
  • შემოსავლების დადასტურების გარეშე; 
  • დამტკიცების საკომისიო და პროცენტი დამოკიდებულია პროდუქტის ღირებულებასა და თქვენს მიერ არჩეული თვეების რაოდენობაზე;
  • ყოველთვიურად დასაფარი თანხის ზუსტი ოდენობის გაგება შეგიძლიათ ინდივიდუალურად, პროდუქტის გვერდზე არსებული კალკულატორის მეშვეობით;
  • განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში და საჭიროებს მხოლოდ 60 წამს;
  • პასუხს შეიტყობთ განაცხადის შევსებიდან 1-3 სამუშაო საათში (მაქსიმუმ 24 სამუშაო საათში);
  • განვადების გადახდას დაიწყებთ ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში;
  • დამტკიცების შემთხვევაში ხელშეკრულებასა და პროდუქციას  ჩვენი კურიერი თქვენთვის სასურველ მისამართზე მაქსიმუმ 48 სამუშაო საათში მოგაწვდით; 

სრული ინფორმაცია შიდა განვადებაზე იხილეთ ბმულზე.