(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

აპლიკაცია Huawei HiCar თქვენს მანქანას სმარტფონით გააკონტროლებს

Huawei-ს მწარმოებლებმა ჯერ კიდევ ზაფხულში დააანონსეს აპლიკაცია HiCar, რომელიც სმარტფონს ერთგვარ დისტანციურ პულტად გადააქცევს მანქანის სამართავად. ამიერიდან Huawei-ს ფლაგმანური სმარტფონები, რომლებიც მიიღებენ ნიშანს EMUI 10, დაუკავშირდებიან ავტომობილს, საათს და სხვა მობილურ ტელეფონებს. 

აპლიკაცია HiCar საშუალებას გაძლევთ გადასცეთ ვიდეო ან აუდიო ფაილები სმარტფონის ნავიგატორიდან ავტომობილის კომპიუტერს. ამგვარად მანქანის ეკრანზე გამოჩნდება მობილურით გადაცემული ფაილები ან შეძლებთ მოუსმინოთ მოსიკას.

ხელმისაწვდომია ასევე ავტომობილის კონდიციონერის რეგულირების, ცენტრალური ჩამკეტის, მინის ამწევების კონტროლის ფუნქცია. შესაძლებელია ვიდეოს უკუ ტრანსლირებაც ავტომობილის კამერიდან სმარტფონის ეკრანზე.

აპლიკაციის დაინსტალირების შემდეგ მანქანის კომპიუტერში გამჩნდება სპეციალური პანელი აუდიოფაილების ჩასართავად, ხმოვანი დამხმარეს მართვის ფუნქცია და გააქტიურდება შემოსულ ზარებზე პასუხის ღილაკი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ისაა, რომ HiCar აკონტროლებს მძღოლის ფიზიკურ მდგომარეობას და აფასებს დაღლილობის ხარისხსაც.

ამ დროისათვის აპლიკაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ ფლაგმანური სმარტფონების: Huawei Mate 30 და Mate 30 Pro-ს მფლობელთათვის.