(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

ნოუთბუქების სერია Microsoft Surface Laptop 3, 13.5 და 15 დიუმიანი ეკრანით

ნიუ იორკში მიმდინარე Microsoft Event-ზე ტექნოლოგიური გიგანტის მწარმოებლებმა წარმოადგინეს ნოუთბუქები  Microsoft Surface Laptop, რომლებიც აღჭურვილია 13.5 და 15 დიუმიანი მონიტორებით.

განახლებული ნოუთბუქების გარე დიზაინი თითქმის არ განსხვავდება წინამორბედებისგან, თუმცა განახლებულ ლეპტოპებში ორჯერ გაზრდილი მწარმოებლურობა გვაქვს. ამას გარდა Microsoft Surface Laptop 3-ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე MacBook Air. ორივე ნოუთბუქში ჩამონტაჟებულია პროცესორი Surface Edition AMD Ryzen და გრაფიკული პროცესორი AMD Radeon RX Vega 11.

Surface Laptop 3 კორპუსი შექმნილია მსუბუქი ალუმინისგან. კლავიატურის პანელი თხელია და კლავიშების ჩასვლის 1.3 მილიმეტრიანი სიღრმე აქვს. არსებით განახლებას წარმოადგენს მოწყობილობის მოდულური კონსტრუქცია, რის გამოც ის ადვილად გარემონტდება. თაჩპადის საერთო ველი გაზრდილია 20%-ით, Surface Laptop 2-თან შედარებით.

15 დიუმიან ნოუთბუქს აქვს სენსორული ეკრანი PixelSense 3:2, მისი წონა MacBook Pro-ზე 200 გრამით ნაკლებია. აღჭურვილია პროფესიონალური კლასის მიკროფონით, რომელიც მონიტორის ზედა მხარეს მდებარეობს. 

ნოუთბუქს აქვს სპეციალური პორტი სწრაფი დატენვისთვის Surface Connect, რომელიც ნოუთბუქს 80% მუხტავს ერთ საათში.


Microsoft Surface Laptop 3-ის გაყიდვები დაიწყება 22 ოქტომბრიდან. 13.5 დიუმიანი ნოუთბუქს $999 შეიძენთ, 15 დიუმიანი კი $1199 ეღირება.