(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

ცნობილი გახდა iPhone 11-ის რელიზის დრო

Apple-ის გულშემატკივრები ყოველთვის ყურადღებით აკვირდებიან კომპანიის პროდუქციის პრეზენტაციასთან დაკავშირებულ მოვლენებს. ამჯერად სენსაციად იქცა iPhone-ის რელიზის თარიღის მოულოდნელი გაჟღერება.

ინფორმაცია iPhone 11-ის გაყიდვების დაწყების თარიღის შესახებ შემთხვევით გაავრცელა იაპონური კორპორაცია SoftBank-ის ტელეკომუნიკაციების პრეზიდენტმა კენ მიაუჩიმ.  საქმე იმაშია, რომ 1 ოქტომბრიდან იაპონიაში ძალაში შედის ახალი კანონი, რომელიც მობილურ ოპერატორებს აიძულებს ცალ-ცალკე გაყიდონ პაკეტები ინტერნეტისა და მობილული კავშირისთვის.

ინვესტორებთან შეხვედრის დროს მიაუჩის დაუსვეს შეკითხვა, თუ როგორ მოახდენდა კომპანია კანონის რეალიზებას iPhone 11-ის გამოსვლის შემდეგ. SoftBank-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ კომპანიას ექნებოდა დრო სმარტფონის გაყიდვიდან 10 დღის მანძილზე, ე.ი. კანონის ძალაში შესვლამდე, შესაბამისობაში მოეყვანა კომპანიის პოლიტიკა ახალ კანონთან. შემდეგ კი ბიზნესმენმა ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია არ უნდა გაეჟღერებინა.   


მარტივი არითმეტიკული გამოთვლებით შესაძლებელია დავთვალოთ, როდის მოხდება ახალი აპარატის დარელიზება და ეს 2019 წლის 20 სექტემბერია. აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია Apple-ის ახალი სმარტფონების ფასების შესახებაც. ტოპ iPhone 11-სა და  iPhone 11 Max-ის ფასი იქნება 1292 და 1422 დოლარი. სმარტფონი კი, რომელიც შეცვლის  XR-ს, 989 დოლარით შეფასდება.