(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

2 წელიწადში iPhone მიიღებს Touch ID-ს

კომპანია Apple-ის ანალიტიკოსმა მინ ჩი კუომ ჟურნალისტებს უამბო iPhone-ის გარკვეული მახასიათებლების შესახებ, რომელსაც აპარატი 2 წელიწადში მიიღებს. სმარტფონის მეცამეტე თაობას ექნება თითის ანაბეჭდის სკანერი, რომელიც ეკრანში იქნება ჩაშენებული. დეტალებით აპარატს კომპანია Qualcomm აღჭურვავს, რომელმაც გასულ წელს ულტრახმოვანი თითის ანაბეჭდის სკანერი შეიმუშავა.  



Apple გეგმავს მაქსიმუმ 18 თვის განმავლობაში მოსპოს კრიტიკული აპარატული ბაგები, რომელიც ხელს უშლის სკანერის დაყენებას. მათ შორისაა სენსორის დაფარვის ველი, მოდულის სისქე, ენერგიის მოხმარება და სიჩქარე, რომლითაც მრავალფენოვანი დაფარვა ხდება.

სრულიად შესაძლებელია, რომ iPhone-სოპტიკური სკანერიც დაამატონ და მისთვის აპარატში განსაკუთრებული ჭრილი გაააკეთონ, თუმცა კუო თვლის, რომ ასეთი გადაწყვეტილება ნაკლებ სავარაუდოა.

შეგახსენებთ, რომ მწარმოებელმა Touch ID-ის გამოყენებაზე iPhone X-ში ორი წლის უკან თქვა უარი. მის მაგივრად სმარტფონს დაამატეს Face ID. შემდგომ მოდელებში მხოლოდ სახის ამოცნობით განბლოკვის მხარდაჭერა ჰქონდა აპარატს. შემდეგ კი Apple-მა ანალოგიურად შეცვალა iPad Pro-ც: ახალ პლანშეტს არ ჰქონდა ღილაკი Home და შესაბამისად არც თითის ანაბეჭდის სკანერი. თუმცა MacBook-ის ახალ ვერსიებში ჯერ კიდევ იყენებენ სკანერს Touch ID.