(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

მსოფლიოში პირველი სმარტფონი ეკრანს ქვეშ განლაგებული კამერით

26–28 ივნისს გამართული გამოფენაზე  Mobile World Congress Shanghai 2019 კომპანია OPPO–მ წარმოადგინა სმარტფონის პროტოტიპი, რომელშიც კამერა დისპლეის ქვეშ არის განლაგებული.

 

ამ დროისათვის მიმდინარეობს სმარტფონის სერიული გამოშვებისთვის მზადება და მისი გარეგნული მხარის დემონსტრირება ჯერ–ჯერობით ღიად არ ხდება. აპარატი ჟურნალისტებს სპეციალური საფარის ქვეშ აჩვენეს, რომელიც სმარტფონის დიზაინს სრულიად ფარავდა. გარდა ამისა, მათ აპარატის ხელში აღებაც აუკრძალეს. როგორც მოსალოდნელი იყო, ეკრანი სმარტფონის პრაქტიკულად მთელ ფრონტალურ ზედაპირს იკავებს და რჩება მხოლოდ მინიმალური ზომის ჩარჩოები კედლებზე.

სასაუბრო დინამიკის ოდნავ ქვევით დაკვირვებული თვალი შეამჩნევს ეკრანის ქვეშ განთავსებულ ფრონტალურ კამერას. აპლიკაციების ჩართვისას, რომელიც კამერასთან მუშაობს, დისპლეის ზედა მხარეს იქმნება ფართო შავი ხაზი გამოსახულების გამანათებელი სენსორის „დაბრმავების“ შესაჩერებლად. ეს ნაწილი რეაგირებს შეხებაზე, ისევე როგორც სენსორული ეკრანის დანარჩენი ნაწილები.

ფრონტალური კამერის ნორმალურად მუშაობისთვის გამოიყენეს შუქგამშვები სპეციალური მასალა. გარდა ამისა სელფი კამერის სენსორს აქვს სპეციალური მოდული, რომელიც აძლიერებს შუქის ტალღას. მწარმოებლები გამოტყდნენ, რომ ეკრანს ქვეშ განთავსებული კამერა აფუჭებს გამოსახულების ხარისხს. მის გასაუმჯობესებლად გამოიყენეს HDR ოპტიმიზაციის ტექნოლოგიები, რომელიც აქრობს ბოლის ეფექტს და აბალანსებს თეთრს.