(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

Xiaomi Mi AI Translator 34 ენის თარგმნის შესაძლებლობით

Xiaomi–მ წარმოადგინა სიახლე Mi AI Translator, რომელსაც შეუძლია სიტყვების თარგმნა 34 ენიდან რეალურ დროში. მწარმოებელი ირწმუნება, რომ აპარატის გაყიდვა დაფარავს მსოფლიოს 224 რეგიონსა და ქვეყანას. გარეგნულად გაჯეტი საკმაოდ სქელტანიან სმარტფონს მოგვაგონებს.

სენსორული დისპლეის დიაგონალი 4 დიუმია, მხარეთა შეფარდება –16:9. აპარატის ზომები შეადგენს 112.8 × 64 × 14.4 მმ–ს და იწონის 134 გრამს. გაჯეტის პროცესორის სახელწოდება არ გაჟღერებულა, თუმცა მწარმოებლები იტყობინებიან, რომ ის ბევრბირთვიანია და 12 ნანომეტრიან ტექპროცესორის ბაზაზე მუშაობს.  

აპარატი გამოდის ორ მოდიფიკაციად: 16 GB შიდა მეხსიერებითა და 2GB ოპერატიული მეხსიერებით; ანდაც 64GB  შიდა მეხსიერებითა და 3 GB ოპერატიული მეხსიერებით. გაჯეტი წარწერებს ამოცინობს 5 მეგაპიქსელიანი კამერის საშუალებით, შემდეგ კი გადათარგმნის მათ. Mi AI Translator–ს აქვს 2 მიკროფონი, დინამიკი, Bluetooth მოდული და 2200 mAh–იანი აკუმულატორი.

Mi AI Translator–ზე დაყენებულია კოლინზის, ოქსფორდის და სამი ჩინური ლექსიკონები. აქვს ონლაინ თარგმნის მხარდაჭერა ინგლისურ, ჩინურ, იაპონურ, გერმანულ და კორეულ ენებზე. საწყისი ვერსია,  LTE ქსელის გარეშე მაგრამ Wi-Fi–თ ეღირება $72. 4G ქსელის მხარდაჭერით კი – $144.