(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

ზესწრაფი დამტენი Samsung Galaxy Note 10–სთვის

სმარტფონის დატენვის სისწტაფე ერთ–ერთი ის მახასიათებელია, რომელიც თანამედროვე ადამიანებს აინტერესებთ. ამიტომ მწარმოებლებს შორის წარმოებს შეჯიბრი, თუ ვინ უფრო სწრაფ დამტენს შექმნის.



ინტერნეტში გაჟონილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Samsung Galaxy Note 10 აღჭურვილი ქინებოდა 100 ვატიანი სწრაფი დამტენით სიმართლე არ აღმოჩნდა.  

ინტერნეტში გავრცელებული ფოტოს გაშიფრვის შემდეგ ბლოგერებმა დაადგინეს, რომ მისი დამტენი 45 ვატიანი სიმძლავრისა იქნება. შეგახსენებთ, რომ Galaxy S10 და Galaxy Note 9–ს ჰქონდათ 15 ვატიანი დამტენები. ინსაიდერები გვატყობინებენ იმასაც, რომ  Galaxy Note 10–ის ტოპ კონფიგურაცია 4500 mAh–იანი აკუმულატორით იქნება აღჭურვილი.  

მანამდე ცნობილი გახდა, რომ Galaxy Note 10–ს წარმოადგენდნენ 4 კომპლექტაციად: 6.28, 6.4 , 6.7″ და 6.75 დიუმიანი დიაგონალებით, 5G ტექნოლოგიის მხარდაჭერითა და სენსორული კამერებით.  Note 10 იმუშავებს პროცესორებზე Snapdragon 855 ან Exynos 9810, და ექნება S-Pen სტაილუსის მხარდაჭერა, რომელსაც თავის მხრივ ჩამონტაჟებული ექნება დამატებითი კამერა.  აპარატი გაყიდვაში მიმდინარე წლის შემოდგომით გამოვა.