(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

LG-იმ მსოფლიოში პირველი 8K OLED ტელევიზორის გაყიდვა დაიწყო

LG-მ უკვე ოფიციალურად დაიწყო მსოფლიოში პირველი 8K OLED TV-ს გაყიდვა. ახალ ტელევიზორს მოდელით 88Z9, აქვს 88 ინჩიანი OLED პანელი და 8K ულტრა HD რეზოლუცია (7680 x 4320). ეს არის ყველაზე დიდი OLED (ორგანული ნათების) პანელი, რაც LG-ს ოდესმე, ტელევიზორში ჩაუყენებია.

8K კონტენტს დღეს მსოფლიოში იშვიათად თუ შეხვდებით და ეს მოცემულობა არც ისე სწრაფად შეიცვლება. ამ პრობლემის პირისპირ, LG მის მეორე თაობის პროცესორ Alpha 9 8K-ს იყენებს, რომელიც სპეციალური ალგორითმის საშუალებით შესაძლებელს ხდის, გამოსახულების მაღალი რეზოლუციით ჩვენებას.

The Verge-ის ცნობით, ტელევიზორის ფასი, დაახლოებით, 42 000 დოლარია და პირველ ეტაპზე ის სამხრეთ კორეაში გაიყიდება, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში კი 8K ტელევიზორების შეძენა 2019 წლის შემოდგომიდან იქნება შესაძლებელი.