(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

სამაჯური გამაგრილებელი ეფექტით

გლობალური დათბობა ცვლის კლიმატს პლანეტაზე და სპეციალისტებს იაძულებს შეიმუშაონ ახალი მობილური და ეკონომიური კლიმატური სისტემები. ამგვარად კალიფორნიის უნივერსიტეტში დაფიქრდნენ იმაზე, რომ სან–დიეგოში ყოველ წელს უფრო და უფრო ცხელა და შექმნეს კონდიციონერი, რომლის ტარებასაც ადამიანი სხეულით შეძლებს. ახალი გამოგონება ახდენს სითბოს ცვალებადობის რეგულირებას ადამიანის სხეულში და შესაბამისად ათბობს და აგრილებს მას საჭიროების შემთხვევაში.

პროტოტიპს აქვს ხელის სამაჯურის ფორმა. ორ ფენას შორის მოთავსებულია სისტემა, რომელიც ზომავს თუ რა უფრო ცხელია: ჰაერი გარშემო, თუ ადამიანის სხეული და შესაბამისად ათბობს ან აგრილებს მას.

ელექტოენერგიის მინიმალური დანახარჯით უზრუნველყოფს 5°-10° ტემპერატურის ცვლილებას; მთელს სითბოს ან სიცივეს იღებს სხეული და ეფექტს ადამიანი უკვე რამდენიმე წუთის შემდეგ გრძნობს.

ამგვარი მიდგომა დაზოგავს ელექტროენერგიას ოფისებში, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება კლიმატურ ცვლილებებზე. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული იდეა ჯერ მუშავდება და როდის შემოვა ხმარებაში ჯერ არ არის ცნობილი.