(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

Apple–ის ახალი პატენტი, რომელსაც უსაფრთხოება უმაღლეს დონეზე აჰყავს

მიუხედავად მუდმივი კრიტიკისა, Apple მუდმივად რჩება ლიდერად, რომელიც გვთავაზობს ახალ ტექნოლოგიებს და ტექნიკის ბაზარზე ახალ ტენდენციებს აყალიბებს. კორპორაცია მიზნად ისახავს პრივატულობის განცდის შექმნასა და მოწყობილობების კომფორტული გამოყენების შესაძლებლობას. სწორედ ამგვარად მოვიდა ჩვენამდე მომხმარებლის იდენტიფიკაციის ტექნოლოგია თითის ანაბეჭდით და სახის ამოცნობით – Face ID.


ცოტა ხნის წინ კი გაჩნდა ინფორმაცია, რომ კომპანიამ დაარეგისტრირა მობილური აპარატის განბლოკვის ახალი მეთოდის პატენტი. ტექნოლოგია იყენებს აკუსტიკური ვიზუალიზაციის ტექნოლოგიას, რაიმეს ზედაპირის სკანირებით. მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება ნებისმიერი რამის სკანირება, თითს ანაბეჭდით დაწყებული, ყურით, ან მთლიანი სახით დამთავრებული.

იდეა მდგომარეობს ელექტრონული სიგნალების გარდაქმნაში მექანიკურ ნერგიად. შესაძლებელია პროცესი პირიქითაც განვითარდეს. სახის ანაბეჭდის სკანირებული სურათი ციფრულდება და გარდაიქმნება ელექტრონულ სიგნალებად.  



მწარმოებლების აზრით ამგვარი ტექნოლოგია მნიშვნელოვნად აამაღლებს მომხმარებლის უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობას. მაგალითად ნებისმიერი ადამიანი შეძლებს დაინახოს ვისგან შემოდის ზარი. ტექნოლოგიის დამატებითი ბონუსი იქნება მომხმარებლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ცნობების მიღება.

პატენტის შესახებ განაცხადი Apple–მა ჯერ კიდევ 2016 წელს შეიტანა, თუმცა მისი რეგისტრაცია ცოტა ხნის წინ მოხდა. ახალი ტექნოლოგიის ელემენტები შესაძლოა გაჩნდეს iPhone–ის ახალ მოდელებში.