(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

დაანონსდა ZTE – ის ფლაგმანური სმარტფონები

კომპანია ZTE–მ ოფიციალურად წარმოადგინა ფლაგმანური სმარტფონები. Axon 10 Pro პირველად აჩვენეს ჯერ კიდევ ზამთარში გამოფენაზე MWC 2019, Axon 10 Pro 5G კი მისი მოდიფიკაციაა, რომელსაც ახალი  ქსელის მხარდაჭერა აქვს.

ახალი მოდელი Axon 10 Pro აღჭურვილია დრეკადი, 6.47 დიუმიანი AMOLED ეკრანით, რომელსაც აქვს წვეთისებრი ჭრილი და ინტეგრირებული თითის ანაბეჭდის სკანერი.  ეკრანის გაფართოება შეადგენს 2340 х 1080 პიქსელს. მუშაობს პროცესორზე Snapdragon 855, 6/8/12 GB ოპერატიული და 128/256 GB შიდა მეხსიერებით.  

უკანა პანელზე განთავსებულია ძირითადი კამერის სამ მოდულიანი სისტემა. მთავარი მოდული 48 მეგაპიქსელიანია. f/1.7 დიაფრაგმით. დამატებითი მოდული– 20 მეგაპიქსელი, ზეფართოკუთხოვანი ობიექტივით, რომელსაც აქვს 125° ხედვის კუთხე. მესამე სენსორი 8 მეგაპიქსელიანია და აქვს ზუმი და ობიექტივი.

აკუმულატორის მოცულობა შეადგენს 4 000 mAh–ს და აქვს სწრაფი დატენვის ტექნოლოგია Quick Charge 4+. Axon 10 Pro 5G–ის განსხვავება მისი სტანდარტული ვარიანტისგან მდგომარეობს იმაში, რომ მას აქვს 5G მხარდაჭერა.

ZTE Axon 10 Pro–ს გაყიდვები ჩინეთში დაიწყო 7 მაისიდან და საწყისი ღირებულება შეადგენს $473.