(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

Philips-ის ჭკვიანი ქამარი ხვრინვისგან თავის დასაცავად

როგორც წესის ხვრნივის შესაწყვეტად ჩვენ ვაღვიძებთ მძინარე ადამიანს, რათა შეიცვალოს პოზა და გააგრძელოს მშვიდი სუნთქვა. მაგრამ ამის შედეგად ორივე მხარე იღვიძებს, რაც არც ისე სასიამოვნოა. თუმცა Philips–ში ამ პრობლემის გადწყვეტის საშუალებას მიაგნეს და ირწმუნებიან, რომ საჭირო ვიბრაცია გაგათავისუფლებთ ხვრნივისგან ისე, რომ ხელი არ შეეშალოს თქვენს სიმშვიდეს. შესაბამისად გამოუშვეს ჭკვიანი გაჯეტების ასორტიმენტი, რომელსაც დაემატა სმარტ ქამარი Philips SleepSmart Snoring Relief Band.


იდეა მარტივია. როგორც წესი ადამიანი ხვრინავს მაშინ როდესაც ზურგზე წევს. ახალი გაჯეტი განსაზღვრავს როდის წევს ადამიანი ზურგზე და გააღვიძებს, რათა გადატრიალდეს. ამისათვის აპარატი მხოლოდ რბილ ვიბრაციას გამოსცემს, რაც საკმარისია, რომ ცოტა გამოგაღვიძოთ და შეიცვალოთ პოზა. ვიბრაცია და რეჟიმები რეგულირდება ავტომატურად. მათი ეფექტურობა არ ეცემა, მათი ქვეცნობიერად იგნორირება და არ გამოგივათ.

გაჯეტს აქვს დისპლეი, რომელიც ასახავს ძირითად მონაცემებს და USB-C პორტი დასატენად. ღვედის სიგრძე, რომელშიც სენსორული ბლოკია ჩამონტაჟებული შეგიძლიათ შეცვალოთ.

ახალი სმარტ აპარატის ღირებულება და გამოსვლის თარიღი ჯერ უცნობია.