(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

გაცნობებთ , რომ 26 აპრილიდან - 29 აპრილამდე სააღდგომო დასვენებაა. კომპანია ჩვეულ რეჟიმში მუშაობას განაახლებს 30 აპრილს!
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს !

სამსუნგის ახალი სმარტფონი მბრუნავი კამერით

სამსუნგმა ბანგკოკში გამართულ პრესკონფერენციაზე ახალი ინოვაციური სმარტფონი Galaxy А80 წარმოადგინა. პრეზენტაციაზე კომპანიის წარმომადგენლებს არ უსაუბრიათ გაჯეტის მახასიათებლებზე, მაგრამ დამსწრე საზოგადოებას გააცნეს მისი მთავარი სიახლე – მბრუნავი კამერა.

გარდა ამისა, აპარატი არის Samsung-ის პირველი მოწყობილობა, რომელსაც მთელეკრანიანი დისპლეი ექვს.

მედიის ინფორმაციით, Galaxy А80-ს სამმაგი მთავარი კამერა ექნება: 48-მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა, 8-მეგაპიქსელიანი ფართოკუთხიანი და 3D ToF (სპეციალური სენსორი, რომელსაც სინათლის გამოსხივება და ობიექტისგან მისი არეკლვის სიჩქარის გაზომვა შეუძლია). სავარაუდოდ, მოდელს 6,7-ინჩიანი დისპლეი, Qualcomm Snapdragon 730 პროცესორი, 3700 mAh აკუმულატორი, 8 GB ოპერატიული მეხსიერება და 128 GB შიდა მეხსიერება ექნება.

Galaxy А80 გაყიდვა 29 მაისს დაიწყება. სმარტფონის ფასის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით, უცნობია.