(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

iPhone SE–ს მეორე თაობას 5.42 დიუმიანი OLED ეკრანი ექნება

უკვე დაიწყო იმა ზე საუბარი, თუ როგორი იქნება Apple–ის ახალი სმარტფონები მომავალ წელს და მაშინვე გავრცელდა ინტერნეტში ჭორები მათ შესახებ. ჟურნალისტები ტაივანის ერთ–ერთი მომწოდებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გვიმტკიცებენ, რომ 2020 წელს iPhone–ის სამ ვერსიას გამოუშვებს.



წელს დაგეგმილი გაჯეტებისგან განსხვავებით, მომავალი წლის სამეული OLED დისპლეით იქნება აღჭურვილი. ერთი მათგანის დიაგონალი შეადგენს 5.42 დიუმს, მეორე – 6.06 დიუმს, მესამე – 6.67. დიაგონალის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, პირველი მათგანი შესაძლოა გახდეს 3 წლის წინ გამოშვებული iPhone SE–ს მემკვიდრე. როგორც წყაროები ამტკიცებენ, მცირე მოდელში შეიძლება გამოიყენონ Samsung–ის რბილი დისპლეის განსაკუთრებული ტექნოლოგია Display Y-Octa. მისი მეშვეობით, სმარტფონი გათავისუფლდება საფენით პანელსა და დისპლეის შორის. ე.ი. გახდება უფრო კომფორტულიც.

მომავალი წლის აპარატების შესახებ სხვა დეტალები ჯერ არ არის ცნობილი. თუ Apple ტრადიციების ერთგული დარჩება, მათ 2020 წლის შემოდგომაზე წარმოადგენენ.