(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

სანსუნგის სიურპრიზი გულშემატკივრებს

Samsung-ის გულშემატკივრებს მიმდინარე წელს სიურპრიზი ელით. მწარმოებლები გეგმავენ  Galaxy Note 10-ის ხაზის დიზაინში ცვლილებების შეტანას. გარდა ამისა სერიის ისტორიის მანძილზე პირველად კომპანია მომხმარებელს წარმოუდგენს ორ სმარტფონს, რომელიც ერთმანეთისგან ეკრანის ზომით იქნება გამორჩეული. ინსაიდერული ინფორმაცია კორეულ მედიაში გავრცელდა, თუმცა თვითონ კომპანიაში მათზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.  

ექსპერტები ფიქრობენ, რომ მარკეტინგული სტრატეგიის ცვლილება დაკავშირებულია გაყიდვების მაღალ მაჩვენებელთან, რომელიც კომპაქტურმა მოდელმა Galaxy S10-მა აჩვენა ევროპულ ბაზარზე. თანამედროვე მომხმარებელმა აშკარად გამოავლინა მეტი ინტერესი მცირე ზომის მოდელის მიმართ. ამიტომ, გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, სამსუნგში გადაწყვიტეს Galaxy Note 10-ის ორი ვერსიის გამოშვება, რომელთაგანაც დიდი ზომის მოდელი აღჭურვილი იქნება 6.7 დიუმიანი Infinity-O დისპლეით. მცირე მოდელის ზომები კი ჯერ არ არის ცნობილი.  

გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ Samsung Galaxy Note 10 სმარტფონები გამოვა სტანდარტული ღილაკების გარეშე, რომელიც ტრადიციულად გვერდებზეა განლაგებული.  სმარტფონის ჩამრთველი, ხმის კონტროლისა და Bixby ასისტენტის გამოსაძახებული ღილაკები ან საერთოდ გაქრება და სხვა მართვის საშუალებებით ჩანაცვლდება, ან შეიცვლება მათი დიზაინი. ღილაკები შესაძლოა უბრალოდ შეუმჩნეველი გახდეს და ჩარჩოს ზედაპირს შეერწყას. ახალი სმარტფონის შესახებ ჯერ-ჯერობით ის არის ცნობილი, რომ აღჭურვილი იქნება  Snapdragon 855 ან Exynos 9810 პროცესორებით, ეკრანს შიდა თითის ანაბეჭდის სკანერით, 4000-5000 mAh-იანი აკუმულატორით და გაუმჯობესებული სტაილუსით.