(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

Google გირჩევთ სასწრაფოდ განაახლოთ Chrome ბრაუზერი

Google-ის ექსპერტებმა საკუთარ ბრაუზერში - Chrome აღმოაჩინეს ბაგი, რომელმაც შესაძლოა ბოროტმოქმედებს გაუხსნას გზას თქვენი კონფიდენციალური ინფორმაციისკენ. იმისთვის, რომ ამ უსიამოვნო შემთხვევას თავი აარიდოთ, ექსპერტები გირჩევენ სასწრაფოდ განაახლოთ თქვენი ბრაუზერი.

როგორც ირკვევა  ბაგი ჯერ კიდევ ზამთრის დასასრულს აღმოაჩინეს. FileReader პაკეტში გაიპარა შეცდომა, რომელიც უცხო საიტებს საშუალებას აძლევდა შეზღუდვის გარეშე წაეკითხათ ინფორმაცია გაჯეტის მეხსიერებიდან. ასევე გაჩნდა შესაძლებლობა გადმოტივრთულიყო ვირუსული აპლიკაციები ან შექმნილიყო თქვენს შესახებ საინფორმაციო ჩანაწერები. ქრომს ეს შეცდომა გაეპარა ყველა პლატფრომაზე: iOS, macOS, Android Linu და Windows.

იმისთვის, რომ ბოროტმოქმედებს არ ჰქონდეთ წვდომა თქვენს პირად მონაცემებზე Google გირჩევთ დააფდეითოთ თქვენი ბრაუზერი. შესაბამისი აფდეითი 1 მარტს გამოვიდა. როგორც წესი ქრომი დამოუკიდებელ განახლებას აკეთებს ავტომატურ რეჟიმში, თუმცა ზოგი მომხმარებელი თავად თიშავს განახლების ფუნქციას. ასე რომ უკეთესია გადაამოწმოთ განახლება და თუ ეს ავტომატურად არ მომხდარა, ბრაუზერი თავად განაახლოთ. იმისთვის, რომ ქრომმა სტაბილურად და უსაფრთხოდ იმუშაოს მისი ვერსია არ უნდა იყოს  72.0.3626.121 დაბალი.