(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

Meizu-ს ახალი აპარატი - Note 9

ჩინეთში კომპანია Meizu-მ წარმოადგინა თავისი ახალი ბიუჯეტური სმარტფონი – Note 9. აპარატი აღჭურვეს 6.2 დიუმიანი დაიგონალის მქონე ეკრანით, წვეთისებრი ჭრილით და Full HD+ გაფართოებით. დისპლეი იკავებს ზედა პანელის 89.23 პროცენტს. მოდელს თავისი საფასო სეგმენტისთვის შესაბამისი საკმაოდ კარგი მახასიათებლები აქვს.

Note 9 მუშაობს 8 ბირთვიან პროცესორზე Snapdragon 675, ოპერატიული მეხსიერებით 4, ან 6 GB და ოპტიმიზირებული გრაფიკით, რომელსაც აქვს ოფცია Game Mode 3.0. აკუმულატორის მოცულობა შეადგენს 4000 mAh-ს და აქვს სწრაფი დატენვის მხარდაჭერა.

Meizu Note 9-ს აქვს ორმაგი ძირითადი კამერა 48 დქა 5 მეგაპიქსელით. ფრონტალური კამერის გაფართოება კი 20 მეგაპიქსელია.  მუშაობს Android 9 Pie ოპერაციულ სისტემაზე.

ვერსია  4/ 64 GB ეღირება - $208,  6/64 ან 4/128 GB – $238. მწარმოებელმა აპარატი წარმოადგინა რამდენიმე ფერში: Sparkling Blue, White და Black. ჩინეთში მისი გაყიდვები დაიწყება 11 მარტიდან. ამ დროისთვის გეგმავს კომპანია ფლაგმანების Meizu 16S და გეიმერული Meizu 16T-ს დაანონსებასაც.