(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

Qualcomm Quick Charge სტანდარტს უსადენო დატენვის ფუქნციას უმატებს

მობილური გაჯეტების სწრაფი დატენვის ამჟამად არსებული ტექნოლოგიები ცალკეული პარამეტრებით უკეთესია, ვიდრე ტექნოლოგიური გადაწყვეტილება Qualcomm-ის Quick Charge. თუმცა უნიფიკაციისა და უსაფრთხოების გასაზღდელად კომპანიაში ფიქრობენ, რომ უნდა დაინერგოს ერთიანი სტანდარტი, რომელიც Power Delivery სპეფიციკაფიის შესაბამისი იქნება და თავსებადი USB Type-C-სთან.

უსადენო დასატენი საშუალებების ტრადიციური სტანდარტის ქვეშ გატარების ძირითად მიზეზად Qualcomm-ში ასახელებენ ერთიანი ნორმის შექმნის აუცილებლობას და გამორიცხავენ მრავალრიცხოვან ექსპერიმენტულ გადაწყვეტილებებს, რაც პოტენციურად შექმნის საფრთხეს მომხმარებლისთვის.

Qualcomm-ის პირველადი მიზანია უზრუნველყოს Quick Charge 2.0, 3.0, 4 და 4+ სტანდარტებზე მომუშავე ყველა არსებული ადაპტერი,  უსადენოდ მუშაობის შესაძლებლობით. მიუხედავად იმისა, რომ Quick Charge სტანდარტი შეზღუდულია სიმძლავრეში და მისი ზღვრული მაჩვენებელია 18 ვატი. თუმცა კომპანიაში ფიქრობენ, რომ უფრო მნიშვნელვოანია უსაფრთხოების, უნიფიკაციისა და სტანდარტიზაციის უზრუნველყოფა, ვიდრე დატენვის სისწრაფისკენ გაუზრებელი სწრაფვა.  

Qualcomm-ში აცხადებენ, რომ გააგრძელებენ Qi სტანდარტის დაცვას, რისთვისაც აუცილებელი იქნება პატნიორული ურთიერთობების განვითარება Wireless Power Consortium (WPC)-თან.