(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

Samsung კარდინალურად ცვლის სელფი კამერის განლაგებას Galaxy Note-ში

ფლაგმანი Samsung Galaxy Note 9 გარეგნულად მცირედით თუ განსხვავდება თავისი წინამორბედის Galaxy Note 8-სგან, მაგრამ ახალი აპარატის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობად იქცა განახლებული სტაილუსი  S Pen. მწარმოებელმა მასში ჩაამონტაჟა Bluetooth მოდული, რომლითაც გაჯეტი სმარტფონის სამართავ პულტად გადააქცია.  მაგრამ როგორც ცნობილი გახდა Note ხაზის შემდეგი მოდელი მიიღებს უფრო მიმზიდველ ცვლილებებს. მაგალითად ფლაგმანს არ ექნება ჭრილი სელფი კამერასთან, დისპლეი კი მთელს წინა პანელს დაიკავებს. საფირმო სტაილუსსაც მნიშვნელოვანი განახლებები ელის.

USPTO-ზე (პატენტებისა და სავაჭრო მარკების რეგისტრაციის ბიურო აშშ-ში), გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად სტაილუსი S Pen აღჭურვილი იქნება კამერით. პატენტში მისი დიზაინის რამდენიმე ვერსიაა მოცემული.

ახალი S Pen-ის ფორმა საშუალებას იძლევა კორპუსში დამონტაჟდეს რთული აგებულების ოპტიკა. სავარაუდოდ ზუმის მართვა ღილაკის საშუალებით იქნება შესაძლებელი.

ამგვარად ახალი სტაილუსი შეძლებს მთლიანად შეცვალოს სმარტფონის ფრონტალური კამერა. S Pen-ის გამოყენება შესაძლებელი იქნება Galaxy Note-ის ჯიბიდან ამოუღებლად, რაც ძალიან მოსახერხეელია. თუმცა ფოტოებისა და ვიდეოების გადასაღებად სტაილუსს დიდი ენერგიის გამოყენება დასჭირდება.  S Pen-ში კი ძლიერი ელემენტის დაყენება უბრალოდ შეუძლებელია.  

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული პატენტის გამოშვება ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული მონაცემებით სმარტფონს კომპანია ნამდვილად გამოუშვებს.