(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

Google სმენადაქვეითებულებს ეხმარება

Google -მა Android-ზე მომუშავე გაჯეტებზე ახალი ფუნქციები წარმოადგინა, რომელიც სმენადაქვეითებულ ადამიანებს დიდ დახმარებას გაუწევს. ესენია სუბტიტრები რეალურ დროში (Live Transcribe) და ხმის გამაძლიერებელი (Sound Amplifier).

სუბტიტრების ფუნქციის გამოყენებით, სმენადაქვეითებული ადამიანი გარშემომყოფებთან ურთიერთობისას, თანამოსაუბრის ნათქვამის წაკითხვას შეძლებს. მათი დიალოგი სმარტფონის ეკრანზე, რეალურ დროში გამოჩნდება. რაც შეეხება მეორე ფუნქციას – ხმის გამაძლიერებელს, ის სმენადაქვეითებულებს მოსმენილის უკეთ გაგებაში დაეხმარება.

 

ორივე ფუნქცია Pixel 3 სმარტფონებზე, პარამეტრების განყოფილებაში გამოჩნდება. ნებისმიერი ტიპის ანდროიდისთვის, სიახლის გადმოწერა Google Play Store-დანაც არის შესაძლებელი. ხმის გამაძლიერებლის გადმოსაწერად კი Android 9 Pie ოპერაციული სისტემით სარგებლობაა საჭირო.