(+995 32) 2 422 333, 599 433 226
სამუშაო გრაფიკი: 10.00-19.00, შბ.- 10.00-17.00, კვ.- დასვენება
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

Intel-ის დასაკეცი სმარტფონი

Surface Phone-ის შესახებ უკვე რამდენიმე წელია საუბრობენ, თუმცა ბოლო პერიოდში მასზე ბევრი აღარაფერი გაგვიგია. სავარაუდოდ ამის მიზეზი ის უნდა იყოს, რომ მაიკროსოფთი საბოლოოდ წყვეტს Widows 10 Mobile-ის მხარდაჭერას და კომპანიაშიც გადაიფიქრეს საკუთარი მარკის ქვეშ ფლაგმანური სმარტფონის გამოშვება. თუმცა გაჩნდა შანსი გამოშვან მსგავსი გაჯეტი კორპორაციის პარტნიორებმა.

ყოველ შემთხვევაში Intel-მა დააპატენტა დასაკეცი სმარტფონი, რომელიც შესაძლებელია ტრანსფორმირდეს პლანშეტად, აქვს საკმაოდ მიმზიდველი დიზაინი და შედგება სამი ნაწილისგან. პატენტი გამოჩნდა ჯერ კიდევ 2017 წლის შუა პერიოდში. მასში აღწერილია აპარატი, რომელიც მთლიანად უსაზღვრო დისპლეისგან შედგება. დაკეცილ მდგომარეობაში სმარტფონია, თან საკმაოდ მსხვილი. მოყვება ციფრული სტაილუსი, კამერები კი ინტეგრირებულია ეკრანში.  

შარშან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ Microsoft-ში მუშაობდნენ დასაკეცი პლანშეტის კონცეფციაზე, კოდური სახელწოდებით Andromeda. შესაძლებელია, რომ Intel-ის რეალურ პროდუქტში სწორედ ანდრომედას პროგრამულ მიღწევებს გამოიყენებენ.