(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

CES 2019: სამსუნგმა ახალი ნოუთბუქები წარმოადგინა

გამოფენაზე CES 2019 სამსუნგმა რამდენიმე საკმაოდ საინტერესო ნოუთბუქი, მათ შორის Notebook 9 Pro წარმოადგინა, რომელიც მახასიათებლების მიხედვით შეგვიძლია პრემიუმ კლასს მივაკუთვნოთ.

Samsung Notebook 9 Pro თავისი წინამორბედებისგან გასხვავებით წინ გადადგმული ნაბიჯია ესთეტიური თვალსაზრისით. 13.3 დიუმინი ეკრანი შექმნილია ალუმინისა და მაგნიუმის ნაერთისგან, აქვს სწორი გვერდები და წვეტიანი კუთხეები. ნოუთბუქი 1080p ფორმატში ასახავს გამოსახულებას, სიკაშკაშე შეადგენს 350 nit-ს, რაც შესაძლებელს ხდის მის კომფორულ გამოყენებას ქუჩაშიც.

Notebook 9 Pro მუშაობს Intel - ის უახლეს პროცესორზე «Whiskey Lake» ოჯახიდან, რომელიც 10% უფრო მაღლა დგას, ვიდრე მისი წინ  თაობა. გაჯეტს 8 GB ოპერატიული და 256 GB შიდა მეხსიერება აქვს. გრაფიკულ პროცესორს წარმოადგენს UHD 620.

ნოუთბუქს აქვს შემდეგი პროტები: ორი Thunderbolt 3, USB-C, 3.5-მმ პორტი, ბარათის წამკითხველი  microSD-სთვის. ჩართვის ღილაკთან ერთად განთავსებულია თითის ანაბეჭდის სკანერი. იწონის 1,29 კგ-ს. ნოუთბუქის გადაქცევა ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ პლანშეტად. მოყვება სტაილუსი  Samsung Active Pen, თუმცა მისი ადგილი კორპუსში არ არის. მწარმოებელს ახალი აპარატის ფასი პრეზენტაციაზე არ გაუმხელია.

Samsung-ის კიდევ ერთი ახალი აპარატია Notebook Flash,  13,3 დიუმიანი შუქდიოდური Full-HD დისპლეით, რომელსაც აქვს გაფართოება 1920 x 1080 და ანტიბლკი ზედაპირი. ნიუთბუქის განსაკუთრებულობაა მისი კლავიშები, რომელიც საბეჭდი მანქანის სტილშია გადაწყვეტილი. აქვს ჩაშენებული გიგბიტური Wifi, რომელიც გადმოწერის სისწრაფეს ზრდის 1.7 GB-ით წამში.

Samsung Notebook Flash-ს აქვს სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლებიც. კომბინაციური უნიფიცირებული ფლეშ მეხსიერება (UFS). ასევე, microSD პორტები: 2 USB პორტი, HDMI პორტი და ყურასმენების პორტი. ასევე უნდა აღრვნიშნოთ თითის ანაბეჭდის სკანერი და ორმაგი 1.5 ვატიანი დინამიკები.  ეს რეტრო სტილის ნოუთბუქი Intel Celeron N4000 პროცესორით $350 გაიყიდება აშშ-ში, Intel Pentium Silver N5000 პროცესორით კი $400. გაყიდვები 5 იანვარს დაიწყო.

Samsung-ში დაანანონსეს ასევე განახლებული გეიმერული ნოთბუქი Samsung Notebook Odyssey. 15.6 დიუმიანი დისპლეის მქონე მოდელი აღჭურვილია პროცესორით  Intel Core i7. აქვს ორი სლოტი SO-DIMM, რომელიც DDR4-სთვისაა განკუთვნილი. აქვს გრაფიკული პროცესორი NVIDIA RTX 2080, რომელიც ხარისხიან მწარმოებლურობას გთავაზობთ. მისი სისქე საკმაოდ თხელია და შეადგენს 19.9 მმ-ს, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ მძიმეცაა და იწონის 2.4 კგ-ს.