(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

ASUS ZenBook S13 — ყველაზე უსაზღვრო ნოუთბუქი

გამოფენაზე CES 2019 ASUS-მა წარმოადგინა  გაუმჯობესებული ნოუთბუქი ZenBook-ის სერიიდან, ყველაზე თხელი ჩარჩოთი ეკრანის გარშემო. ამის მიღწევა კომპანიის ინჟინრებმა იმის ხარჯზე შეძლეს რომ Web-კამერა განათავსეს გაჯეტის თავზე წამოზრდილ ნაწილში.

 

ASUS ZenBook S13-ს აქვს 13.9 დიუმიანი IPS დისპლეი FullHD გაფართოებით  და LED- განათებით.  ჩარჩოს სისქე მხოლოდ 2.5 მილიმეტრია. მწარმოებელი ამტკიცებს, რომ ეს არის ნოუთბუქის მსოფლიოში ყველაზე თხელი ჩარჩოები. როგორც ითქვა ეს იმის ხარჯზე მიიღწა, რომ კამერა თავსახურის წამოზნექილ ნაწილში ჩაამონტჟეს. რამდენად პრაქტიკული აღმოჩნდება ეს გადაწყვეტილება ჯერ ცნობილი არ არის.

მოდელი მუშაობს Intel-ის პროცესორზე Core i7-8565U ან Core i5-8265U, აქვს 16 GB-მდე ოპერატიული მეხსიერება და 1 TB შიდა მეხსიერება. კორპუსზე განლაგებულია ორი USB 3.1 Type-C, ერთი USB 3.1 და microSD ბარათის წამკითხველი. უსაფრთხოების გასაზრდელად კომპიუტერში ინტეგრირებულია დაკტილოსკოპიური სკანერი, რომელსაც აქვს Windows 10 Hello-ს მხარდაჭერა. ნოუთბუქის სისქე შეადგენს  12.9 მმ-ს, წონა –1.13 კგ-ს.

ASUS-მა წარმოადგინა ასევე ახალი ნოუთბუქიც  ZenBook 14 FullHD გაფართოებით, რომელიც სავარაუდოდ უფრო იაფი იქნება, ვიდრე ZenBook S13. მას ექნება Intel Core i3-8145U პროცესორი, 4 ან 8 GB ოპერატიული მეხსიერება და 256 ან 512 GB შიდა მეხსიერება. როდის დაიწყება სიახლეების გაყიდვა და რა ფასად, ჯერ არ არის ცნობილი.