(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

მომავლის მტვერსასრუტი Xiaomi-სგან

Xiaomi-მ წარმოადგინა ახალი პროდუქტი SWDK Cordless Portable Vacuum Cleaner - პორტატული უსადენო მტვერსასრუტი, რომლის მთავარი ნიშაც ზედაპირიდან პარაზიტების (ტკიპების) ამოღების შესაძლებლობაა.  აპარატს შეუძლია ყოველ წუთიერთად 8000 ვიბრაციის გენერირება. ამგვარად მტვერსასრუტი მოძრაობაში მოიყვანს ყველაზე ღრმა წერტილში არსებულ პარაზიტს და შეიწოვს.

 

ახალი მტვერსასრუტის შესაძლებლობები უტოლდება სპეციალიზებული აპარატების შესაძლებლობებს, რომლებიც ავეჯიდან და ტანსაცმლიდან პარაზიტებს აქრობს. მისი შეწოვის ძალა 12000 პასკალია, რაც ძალიან დიდია მტვერსასრუტისთვის.

ახალ ხელსაწყოს არა მხოლოდ მტვერთან და პარაზიტებთან ბრძოლა ევალება. გარდა ამ ამოცანისა ის უმკლავდება ავეჯის სტერილიზაციასაც და ევრძვის მიკრობებს. ეს ფუნქცია დღეს არსებულ არც ერთ მტვერსასრუტს არ აქვს.

Xiaomi SWDK Cordless Portable Vacuum Cleaner-ს აქვს HEPA ფილტრი 0.4 ლიტრის მოცულობით. სიმძლავრე შეადგენს 450 ვატს, წონა კი, 1 კილოგრამს. კომპლექტში აქვს დამტენი ბაზა. სრული დამუხტვის დროს, ის დამოუკიდებლად 25 წუთის განმავლობაში მუშაობს, რაც სრულიად საკმარისია საშუალო ზომის სახლის გასაწმენდად. დასატენად კი 2.5 საათი სჭირდება. აპარატის ღირებულება 36 დოლარი იქნება.