(+995 32) 2 422 333, 599 433 226
სამუშაო გრაფიკი: 10.00-19.00, შბ.- 10.00-17.00, კვ.- დასვენება
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

Microsoft ამუშავებს Windows 10 S-ის მსუბუქ ვერსიას

შექმნის დღიდან Windows ძირითად ოპერაციულ სისტემას წარმოადგენდა კომპიუტერებისთვის, მაგრამ Microsoft-მა მაინც ვერ შეძლო მისი მასშტაბირება უფრო მსუბუქ და პატარა ვერსიებამდე. იქნებოდა ეს Windows Mobile, Windows RT თუ ბოლო ვერსია Windows 10 S  პორტატული კომპიუტერებისთვის, Microsoft-ის ოპერაციულმა სისტემებმა მაინც ვერ მოიპოვა პოპულარობა. თუმცა ცდები მაინც გრძელდება.

ამჟამად კომპანია მუშაობს ახალ, მსუბუქ ოპერაციულ სისტემაზე Windows 10 Lite, რომელიც Windows Core OS (WCOS) ბაზაზე იქმნება იმისთვის, რომ კონკურენცია გაუწიოს ChromeOS-ს ისეთ ტექნიკაზე, რომელიც ფუნქციონალითა და დანიშნულებით ჰგავს  Chromebook-ს. ექსპერტები ფიქრობენ, რომ  Windows-ის მსუბუქი ვერსია განკუთვნილი იქნება მცირე სიმძლავრით მუშაობისთვის, მომენტალურად ჩაირთვება და გაუშვებს სისტემას ისევე, როგორც  ChromeOS. ის იქნება Windows 10 S-ის უფრო მარტივი ვარიაცია, რომელსაც შეუძლია განახლება უფრო სრულყოფილ Windows 10-მდე.

არ გვაქვს არავითარი საფუძველი ვთქვათ, რომ Windows 10 Lite ასევე შეძლებს განახლებას. ის სავარაუდოდ სრულიად განსხვავებული პროგრამული უზრუნველყოფა იქნება. სავარაუდოდ ცალკე არ გაიყიდება. მხოლოდ OEM მწარმოებლებს ექნებათ მასზე წვდომა წინასწარი დამონტაჟებისთვის, რაც აზრს მოკლებული სულაც არ არის. სიახლე განვითარებას სავარაუდოდ კორპორატიულ სექტორში ჰპოვებს.