(+995 32) 2 422 333, 599 433 226
სამუშაო გრაფიკი: 10.00-19.00, შბ.- 10.00-17.00, კვ.- დასვენება
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

Xiaomi უშვებს როუტერს სიმ ბარათის სლოტით

Xiaomi საკმაოდ წარმატებულად ყიდის თავის როუტერებს Mi 3C-სა და Mi 4-ს. ორივე აპარატი საკმაოდ კონკურენტუნარიანია და საკმაოდ კარგად იყიდება ჩინეთის საზღვრებს გარეთაც. ამის მიუხედავად ჩინურ კომპანიას ახალი ჰორიზონტების გადალახვა სურს და მალე ახალ Wi-Fi როუტერს Xiaomi 4C-ს გამოუშვებს.


ფოტო, რომელიც ინტერნეტში გამოჩნდა ნათელს ჰფენს ახალი როუტერის სპეციფიურ მახასიათებლებს. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ კომპანია ახალ პროდუქტს კვლავაც თავის საფირმო ფერში, თეთრში უშვებს. ახალ როუტერს ექნება ორი LAN პორტი. სამწუხაროდ ფოტოზე არ ჩანს WAN პორტი. ერთ-ერთი განსაკუთრებულობა კი სლოტია SIM ბარათისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ექნება საკუთაარი ჩაშენებული მოდემი. მომხმარებელი კმაყოფილი დარჩებოდა აპარატში 5G მხარდაჭერის შესაძლებლობაც ეხილა, მაგრამ ამის შანსი დაბალია.

როუტერს Xiaomi 4C-ს აქვს 4 ანტენა გამაძლიერებლის მაღალი კოეფიციენტით და სიგნალის გაძლიერების 5 DB-ით. აღჭურვილია 64 MB მეხსიერებით და აქვს იმაზე უფრო მეტი მონაცემთა სტაბილურად გადაცემის შესაძლებლობა, ვიდრე Xiaomi-ს სხვა აპარატებს.