(+995 32) 2 422 333, 599 433 226
სამუშაო გრაფიკი: 10.00-19.00, შბ.- 10.00-17.00, კვ.- დასვენება
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

Huawei-მ წარმოადგინა MacBook Air-ის კონკურენტი

Huawei-მ დააანონსა ახალი ნოუთბუქი MateBook 13. თხელი და მსუბუქი 13.3 დიუმიანი ლეპტოპი - Intel Whisky Lake-U პროცესორის ბაზაზე, ჩაშენებული თითის ანაბეჭდის სენსორით და NFC-ის მხარდაჭერით. როგორც ამბობენ, ის ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ახალ Apple MacBook Air-ს.

Huawei თავისი ახალი MateBook 13-ის პოზიციონირებას ახდენს, როგორც კომპიუტერის, რომელიც თითქმის იმავე ზომისაა, როგორიც ახალი Apple MacBook Air, მაგრამ ფლობს ბევრად მეტ სიმძლავრეს. გაჯეტი წარმოდგენილი იქნება ორი სახით:
- Intel Core i5-8265U გრაფიკით Intel UHD 620;
- Intel Core i7-8565U დისკრეტული გრაფიკით NVIDIA GeForce MX150.


Huawei MateBook 13 აღჭურვილია IPS დისპლეით (2160 x 1440 პიქსელი, მხარეთა შეფარდება 3:2) 100 პროცენტიანი ფერთა გამით SRGB და თხელი, 4.4 მმ-იანი ჩარჩოებით გარშემო. ნოუთბუქის ეკრანის შეფარდება მის ზედაპირთან არის 88%. მას აქვს 8 GB ოპერატიული მეხსიერება. SSD მეხსიერება კი 256 GB მოცულობით. მწარმოებელი გვპირდება 10 საათიან ავტონომიურ მუშაობას იმ დროსაც კი, თუ ნოუთბუქში ვიდეო გვაქვს გაშვებული და ეს მიიღწევა საკმაოდ მოცულობითი აკუმუალტორის ხარჯზე.

ლეპტოპს აქვს ყურსასმენებისა და  USB Type-C  პორტები უკანა და გვერდითა მხარეებზე. გაგრილებაზე ზრუნავს ახალი სისტემა, რომელიც შედგება ორი ვენტილატორისა და ორი სითბური მილებისგან.

კვების ღილაკთან მოთავსებულია თითის ანაბეჭდის სკანერის სენსორი. კომპიუტერს აქვს NFC მოდული, Dolby Atmos ტექნოლოგიის სტერეო დინამიკები და Huawei Share 3.0 პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც საშუალებას იძლევა სწრაფად გაიცვალოს 30 MB/წ ფაილები ნოუთბუქსა და Huawei-ს სმარტფონებს შორის.

ნოუთბუქი  1.52 სმ სისქისაა და იწონის 1.27 კგ-ს. ხელმისაწვდომი იქნება 3 ფერში: ნაცრისფერი, ვერცხლისფერი და ვარდისფერი. გაყიდვები დაიწყება მიმდინარე წლის დეკემბერში თუმცა საწყისი ფასი ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი.