(+995 32) 2 422 333, 599 433 226
სამუშაო გრაფიკი: 10.00-19.00, შბ.- 10.00-17.00, კვ.- დასვენება
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

Honor Magic 2 — მსოფლიოში პირველი სმარტფონი 6 კამერით

როგორც იქნა HONOR-მა ოფიციალურად წარმოადგინა თავისი ფლაგმანური სმარტფონი — Honor Magic 2, რომელიც განსაკუთრებულია იმით, რომ აქვს 6 კამერა.

Honor Magic 2 თითქმის სრულიად უსაზღვროა. მას აქვს  84.8 პროცენტიანი შეფარდება დისპლეისა და უკანა პანელს შორის. 6.39 დიუმიან AMOLED დისპლეის აქვს Full HD+ გაფართოება, არ აქვს წვეთისებრი ჭრილი და თითის ანაბეჭდის სკანერი ეკრანის ქვეშ აქვს განთავსებული. ამ მაჩვენებლების მიღწევისთვის კომპანიამ გამოიყენა სლაიდერის მექანიზმი, რომელიც ფარავს სმარტფონის დინამიკსა და ფონალურ კამერას სამმაგი ობიექტივით , 16 MP + 2 MP + 2 MP სენსორებით. კამერას აქვს გაუმჯობესებული განათება პორტრეტისთვის, სახის კორექტირების ფუნქცია და ბოკ ეფექტი, ასევე სახის 3D სკანირების ფუნქცია და  FullHD ვიდეო 30 კარდით წამში.

Honor Magic 2-ში განათავსეს უახლესი პროცესორი HiSilicon Kirin 980. მომხმარებელი მიიღებს 128 ან 256 GB ოპერატიულ მეხსიერებას, შიდა მეხსიერება კი 6-8 GB იქნება. 3400 mAh-იან აკუმულატორს აქვს სწრაფი დატენვის ფუნქცია Magic Charge, რომელიც სმარტფონს ნახევარ საათში ტენის 85%. აპარატი Android 9.0 Pie ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს, საფირმო მარკით Magic UI 2.0. ყურსასმენების პორტი არ აქვს. ზომები შეადგენს 157.32 x 75.13 x 8.3 მმ-ს, წონა კი- 206 გრამს.

Honor Magic 2  6/128 GB მეხსიერებით გაიყიდება $545, მოდელი -  8/128 GB მეხსიერებით-  $615, 8/256 GB კი - $690.  მისი ტოპ ვერსია გაყიდვაში დეკემბერში გამოდის, მაგრამ მისი ფასი ჯერ არა არის ცნობილი. აპარატს ვიხილავთ სამ ფერში: ვერცხლისფერი, ლურჯი და ვარდისფერი.