(+995 32) 2 422 333, 599 433 226
სამუშაო გრაფიკი: 10.00-19.00, შბ.- 10.00-17.00, კვ.- დასვენება
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

OnePlus 6T – ახალი სმარტფონი ახალი მახასიათებლებით

წლის დასაწყისში შემდგარი OnePlus 6-ის დებიუტის შემდეგ, კომპანიამ ნიუ იორკში გამართულ პრეზენტაციაზე OnePlus 6T წარმოადგინა. როგორც წესი ყოველწლიურად გამოშვებული სმარტფონის T ვერსია გულისხმობს მინიმალურ განახლებებს, მაგრამ მიმდინარე წელს ფლაგმანმა მნიშვნელოვანი სიახლეები მიიღო.

აპარატი ძალიან ჰგავს OnePlus 6-ს. მას აქვს 8 ბირთვიანი პროცესორი Qualcomm Snapdragon 845, 6 GB ან 8 GB ოპერატიული მეხსიერება, 128 GB ან 256 GB შიდა მეხსიერება და USB-C პორტი. მაგრამ მნიშვნელოვანი სიახლეებია ეკრანთან დაკავშირებით. პირველ რიგში, გაზრდილია მისი ზომა 6.41 დიუმამდე. ძველებურად აქვს  AMOLED დისპლეი FullHD+(2340x1080 პიქსელი) გაფართოებით, მაგრამ, ამჯერად, გაცილებით უფრო პატარა წვეთისებრი ჭრილით, რომელსაც მცირე ზომის მიუხედავად კვლავ აქვს განათების სენსორი, RGB სენსორი და 16 MP სელფი კამერა Sony IMX 371. გარდა ამისა OnePlus 6T-ს აქვს ეკრანს ქვეშ განთავსებული თითის ანაბეჭდის სკანერი Screen Unlock, რომელიც, როგორც კომპანიაში ამბობენ, ყველაზე სწრაფია მსოფლიო ბაზარზე. აპარატს აქვს Face Unlock - სახით განბლოკვის ფუნქციაც.

რაც შეეხება უკანა კამერებს, OnePlus წარმოდგენილია 16 მეგაპიქსელიანი სენსორით - Sony IMX 519, f/1.7, დიაფრაგმით და მეორე,  20 მეგაპიქსელიანი სენსორით Sony IMX 376K, f/1.7 დიაფრაგმით. კამერებს აქვთ  4K ვიდეოს ჩაწერის საშუალება წამში 60 კადრის სიჩქარით და FullHD ხარისხით 240 კადრის სიჩქარით წამში. OnePlus-ში აცხადებენ, რომ კამერას ავტომატური მომართვის შესაძლებლობაც აქვს, რათა თავადვე განსაზღვროს გადაღების რომელი რეჟიმია საუკეთესო კონრეტულ ვითარებაში.  ახალი ფუნქცია «Nightscape» აქტივაციას უკეთებს HDR რეჟიმს, რომელიც ცუდი განათების პირობებში გამოიყენება.

აპარატის ელემენტის მოცულობაა 3700 mAh და აქვს სწრაფი დატენვის ფუნქცია. მუშაობს ოპერაციულ სისტემაზე Android 9 Pie მარკით Oxygen OS 9.0. სმარტფონის ზომებია: 157.5 x 74.8 x 8.2 მმ; წონა -185 გრ.

აშშ-ში OnePlus 6T-ის გაყიდვები 1 ნოემბრიდან დაიწყება და საწყისი ღირებულება $549 იქნება. სმარტფონი ორ ფერში გამოვა: "Mirror Black" და "Midnight Black".