(+995 32) 2 422 333, 599 433 226
სამუშაო გრაფიკი: 10.00-19.00, შბ.- 10.00-17.00, კვ.- დასვენება
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

თმის გასასწორებელი კერამიკული სავარცხელი BREVA 1 წლიანი გარანტიით, შიდა და საბანკო ონლაინ განვადებით

გაყიდვაშია

199 c / 99 c
თვეში 6.46 ლარი
პირობები

გაზიარება:
აღწერა

 

ექსკლუზიურად Deals.ge-ზე! ევროპული ბრენდის Breva-ს ინოვაციური კერამიკული თმის გასასწორებელი სავარცხელი 1 წლიანი გარანტიით და მიწოდებით მთელ საქართველოში! Breva-ს თმის გასასწორებელი სავარცხლის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის თმისთვის.

გამოყენების სიმარტივე

არაჩვეულებრივი ვარცხნილობა 3-5 წუთში

არ აზიანებს და არ აშრობს თმას
 
სწრაფი
Breva-ს კერამიკული სავარცხლით თმის გასწორება ბევრად მარტივი, მოსახერხებელი და სწრაფი გახდება. თმის გასწორების დრო 40 წუთის ნაცვლად 3-5 წუთამდე მცირდება, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს თქვენს დროსა და ენერგიას. უბრალოდ დაივარცხნეთ თმა და არაჩვეულებრივი ვარცხნილობა რამდენიმე წუთში მზადაა!
სწორი, ბზინვარე და ჯანსაღი თმა
Breva-ს კერამიკული სავარცხელი 185°C-მდე ცხელდება, რაც ნებისმიერი ტიპის თმის გასასწორებლად ოპტიმალური ტემპერატურაა. სხვა თმის გასასწორებელი მოწყობილობებისგან განსხვავებით, რომლებიც თმის გასასწორებლად იყენებენ მაღალ ტემპერატურას, კერამიკული სავარცხლის მოხმარება არ აზიანებს თმას და უნარჩუნებს მას ბუნებრივ ბზინვარებას, სილამაზესა და სიჯანსაღეს.
უსაფრთხო
Breva-ს ინოვაციური კერამიკული სავარცხლის კბილანები დაფარულია სპეციალური მოძრავი დაბოლოებებით, რომლებიც აგარიდებთ თავის კანის დაწვასა და უსიამოვნო შეგრძნებებს.
1 წლიანი გარანტია
პროდუქტზე ვრცელდება მწარმოებლის 1 წლიანი ოფიციალური გარანტია. საგარანტიო ტალონი გადმოგეცემათ Breva-ს კერამიკულ სავარცხელთან ერთად.
კერამიკული სავარცხლის BREVA HS-13-ის ტექნიკური მახასიათებლები:
● სიმძლავრე: 50 W
● ძაბვა: 220 V
● გაცხელების მაქსიმალური ტემპერატურა:185°C
● გაცხელების დრო: 60 წამი
● სავარცხლის გამოყენება რეკომენდირებულია მშრალ თმაზე
* მწარმოებელი იტოვებს უფლებას გაფრთხილების გარეშე შეიტანოს ცვლილებები პროდუქტის მახასიათებლებში, ფერში, კომპლექტაციასა და დიზაინში. მწარმოებლის მიერ შეტანილ ცვლიბებებზე მაღაზია პასუხისმგებლობას არ იღებს.

კომენტარები
სოფო 04 მაისი 2017

განვადებით უფრო მეტს ვიხდი?თუ 99 ღირს განვადებაზე 140 რატომ მიწერს?

Deals.ge 06 მაისი 2017

გამარჯობა. 140 ლარი გამოდის შიდა განვადებით შეძენის დროს. ონლაინ განვადებაზე საუკეთესო პირობები აქვს თიბისი ბანკს, 6 თვემდე 0% იანი განვადება მოქმედებს და სრულად გადაიხდით 105.3 ლარს (მხოლოდ 6 ლარით მეტს) ყველა ხარჯის გათვალისწინებით. თუ უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება გსურთ მიმართეთ ცხელ ხაზს და ყვალეფერს დეტალურად აგიხსნიან ( 995 32) 2 422 333, 599 433 226

მარიამი 03 მაისი 2017

გამარჯობა. ახლა შევავსე თქვენი შიდა განვადება. ველოდენი დამიმტკიცდება თუ არა, დამიწერა თანხა რაც მექნება ყოველთვე გადასახდელი და დამტკიცების შემთხვევაში ეს თანხა იქნება ისევ ხო თუ ემატება რამე?

Deals.ge 03 მაისი 2017

გამარჯობა. პროდუქტის ღირებულება განვადებით შეძენის შემთხვევაში არის განსხვავებული და დამოკიდებულია განვადების პერიოდზე. პროდუქტის საერთო ღირებულება წერია განვადების ფანჯარაში. როდესაც პროდუქტის გვერძე აჭერთ შიდა განვადების ღილაკს, გიხსნით ფანჯარას სადაც ზედა მარჯვენა ნაწილში გიწერთ პროდუქტის ჯამურ ღირებულებას, მანდვეა განთავსებული ონლაინ კალკულატორი სადაც უნდა მოგენიშნათ განვადების პერიოდი. ამასთან განვადების დამტკიცების შემთხვევაში ჩვენი მენეჯერიც დაგიკავშირდებათ და დეტალურად აგიხსნით ყველაფერს.

ნათია 29 აპრილი 2017

შევიძინე და ჯერჯერობით ძალიან კმაყოფილი ვარ. ყოველ დილით სწრაფად შემიძლია მოვიწესრიგო თმა და კარგ ხასიათზე გავიდე სახლიდან:) ( მოკლედ თუ ხარისხმა გაამართლა,მაგარია!) :))) მადლობა! ვფიქრობ სხვა პროდუქციასაც შევიზენ თქვენთან.

Deals.ge 01 მაისი 2017

მშვიდობაში შენაძენი! გვიახარია კმაყოფილი რომ ხართ, მადლობას გიხდით დადებითი შეფასებისთვის

თეონა 20 აპრილი 2017

გუშინ შევიძინე და მომეწონა კარგია

Deals.ge 20 აპრილი 2017

მშვიდობაში შენაძენი! გვიხარია რომ კმაყოფილი ხართ

სოფო 01 აპრილი 2017

შევიძნე და ძალიან მომწონს, ხვეული თმა მაქვს და გაუმკლავდა :)

Deals.ge 01 აპრილი 2017

გამარჯობა. მშვიდობაში შენაძენი! გვიხარია კმაყოფილი რომ ხართ

ნინო 18 მარტი 2017

საერთოდ არ არის ეფექტური, ძალაინ უკმაყოფილო ვარ

Deals.ge 18 მარტი 2017

გამარჯობა. ძალიან ვწუხვართ უკმაყოფილო რომ ხართ. სავარცხელი არ ასწორებს უთოს ეფექტით, ბრევას სავარცხლით გასწორებული თმა უფრო ბუნებრივად სწორ თმას ჰგავს და არა სალონში დასწორებულს. სავარცხლის შეძენამდე თქვენ შეგეძლოთ მობრძანებულიყავით ჩვენთან ოფისში და გეცადათ თმის გასწორება, და პროდუქტი მხოლოდ მოწონების შემთხვევაში შეგეძინათ. facebook კომენტარებს რომ გადახედოთ ნახავთ, რომ ძალიან ბევრი მომხმარებელია კერამიკული სავარცხლით კმაყოფილი. თუ გნებავთ დარეკეთ ჩვენს ცხელ ხაზზე და ოპერატორები აგიხსნიან თუ როგორ უნდა დაივარხნოთ თმა, რომ მაქსიმალურ ეფექტს მიაღწიოთ. ჩვენი ტელეფონის ნომრებია ( 995 32) 2 422 333, 599 433 226

მაია 09 მარტი 2017

გამიფუჭდა :((( ერთი წელი არ გასულა გარანტია ძალაშია ?

Deals.ge 09 მარტი 2017

გამარჯობა. პროდუქტზე 1 წლიანი გარანტია ვრცელდება. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ცხელ ხაზზე ( 995 32) 2 422 333, 599 433 226

ხატია 21 თებერვალი 2017

მაღაზიაში უნდა მოვიდე თუ თქვენი მიწოდებით არის შესაძლებელი?

Deals.ge 22 თებერვალი 2017

მოგესალმებით. კერამიკული სავარცხელი ადგილზე გვაქვს თუ სურვილი გაქვთ შეგიძლიათ მობრძანდეთ და თავად გაიტანოთ მაღაზიიდან, ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ კურიერის მომსახურებით. ეს შეგიძლიათ შეათანხმოთ ოპერატორთან. მიწოდების სერვისი თბილისში უფასოა. ამასთან გაითვალისწინეთ, რომ თუკი ოფისში მობრძანდებით სავარცხლით თმის გასწორება შეგეძლებათ, რათა ნახოთ სავარცხლის შესაძლებლობები და რამდენად გაასწორებს თქვენს თმას.

გვანცა 23 იანვარი 2017

გამარჯობათ, ახლა შევავსე განაცხადი თბს ბანკის განვადებაზე, და ბოლოს დამიწერა მიაკითხეთ ნებისმიერ ფილიალს სადაც ჩვენი განვადება მოქმედებსო, მე მეგონა სახლში მიტანის სერვისი იყო. სად უნდა მივიდე? (თუ დამიმტკიცეს )

Deals.ge 23 იანვარი 2017

მოგესალმებით. იმ შემთხვევაში თუ განვადება დაგიმტკიცდათ, თქვენ უნდა მიბრძანდეთ თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში, რათა საბუთებზე ხელი მოაწეროთ. პროდუქტს კი ჩვენი მაღაზია კურიერის საშუალებით მოგაწვდით თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე ( 995 32) 2 422 333, 599 433 226

მედეა 19 იანვარი 2017

18წლის ვარ და თუ შემიძლია მე განვადების გაკეთება?

Deals.ge 19 იანვარი 2017

მოგესალმებით. დიახ განვადების განაცხადის შევსება შეგიძლიათ. დეტალური ინფორმაციის სანახავად საძიებოში ჩაწერეთ მოცემული ბმული https://goo.gl/Hpi6nS


მომსახურებები
მიწოდება

თბილისში

  • უფასო შეკვეთის დღეს (12სთ-მდე მიღებული შეკვეთებისთვის). მიწოდება 16:00-22:00 პერიოდში

საქართველოს მასშტაბით

  • 1-3 სამუშაო დღის განმავლობაში 6 ლარიდან (მსხვილი ან წვრილი ტექნიკის მიწოდება ხორციელდება ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში. გთხოვთ, ფასი წინასწარ დააზუსტოთ ოპერატორთან)

დეტალურად მიწოდების შესახებ

 

 
ჩვენ შესახებ

ინტერნეტ მაღაზია Deals.ge

აკაკი წერეთლის 116, "დიდუბე პლაზა", ოფისი 202
2 422 333; 599 433 226
ორშ-პარ: 10-19 / შაბ: 11-17
Facebook