(+995 32) 2 422 333, 599 433 226
სამუშაო გრაფიკი: 10.00-19.00, შბ.- 11.00-17.00, კვ.- დასვენება
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევარჩიოთ მულტსახარში?

დღეისათვის ადამიანს არ აქვს იმდენი დრო, გამუდმებით საკვების მომზადებაზე რომ იზრუნოს. მითუმეტეს, არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, ვაკონტროლოთ კალორიები, ქოლესტერინი, ცხიმები და ა. შ. სწორედ ამიტომ, ტექნოლოგიებმა პატარა, მოხერხებული და მრავალფუნქციური მულტსახარში ქვაბი შემოგვთავაზა. ის ეწინააღმდეგება ტაფაზე თუ გაზქურაში შებრაწული საკვების კალორიულ შემადგენლობას და ჰარმონიულ თანხვედრაში მოდის ვიტამინებით გაჯერებულ მოთუშილ ბოსტნეულსა და სხვა პროდუქტებთან.

                

მოდით, ავყვეთ საფეხურებს და კიბე-კიბე ავიდეთ პირამიდის წვერზე, სადაც დგას ეს მშვენიერი ხელსაწყო - მულტსახარში და დაუღალავად ხარშავს და ხარშავს კომბოსტოებს, სტაფილოებს, ხორცს თუ სხვა პროდუქტებს.

სიმძლავრე:

ნებისმიერი ელ. ტენქიკის პირველ კიბე არის სიმძლავრე. მულტსახარშის სიმძლავრის ფილოსოფია მარტივია - რაც უფრო მეტია ის, მით უფრო ცოტა დრო სჭირდება კერძის მომზადებას. სახარშის სიმძლავრის დიაპაზონი 400-დან 1600 ვატამდე მერყეობს. თუ ის ყოველდღიური მოხმარებისთვის გვინდა, მაშინ სიმძლავრე საშუალოდ 900 ვატს უნდა უდრიდეს, ხოლო თუ იშვიათად ვიყენებთ, 500 ვატიც საკმარისი იქნება.

მოცულობა:

შემდეგი არდასავიწყებელი საფეხურია კონტეინერის მოცულობა. არსებობს სხვადასხვა ზომის სახარშები. სახარშის მინიმალური ტევადობა 2 ლიტრია, მაქსიმალური - 5. აქ განსაკუთრებული რჩევა საჭირო არაა, ყველაზე უკეთ თავად იცით, რა მოცულობის ტექნიკა გჭირდებათ. თუმცა უკეთ გასაგები რომ იყოს, მაინც გირჩევთ - ნუ შეარჩევთ 5 ლიტრის მოცულობის მულტსახარშს, თუ თქვენ არ გეგმავთ საკვების მომზადებას 6-8 ადამიანზე.

რეჟიმები:

როგორც წესი, ყველა მოდელს აქვს მომზადების რეჟიმები. ეს პროგრამები არ არს დამოკიდებული ბრენდზე, რადგან არსებობს გარკვეული სტანდარტი, რასაც ასე თუ ისე ყველა მულტსახარში იზიარებს. ესენია:

  1. ორთქლზე ხარშვა
  2. გამოცხობა - ძირითადად, განკუთვნილია დესერტისა და კერძების მრავალფეროვნებისთვის.
  3. მარცვლეული/ფაფები
  4. გაცხელება - მომზადებული საკვების სითბოს შესანარჩუნებლად

გარდა ამ რეჟიმებისა, ზოგიერთ მოდელს აქვს:

  1. ექსპრეს ხარშვა
  2. სუპის მომზადების ფუნქცია
  3. თევზისა და ხორცის შეწვის შესაძლებლობა
  4. იოგურტის მომზადების ფუნქცია
  5. ფრის მომზადების შესაძლებლობა
  6. პურის გამოცხობა
  7. ცომის მოზელა
  8. ეს რაც შეეხებოდა მომზადების რეჟიმებს. მულტსახარშის შეძენის დროს ასევე უნდა გავითვალისწინოთ აქვს თუ არა:
  • მომზადებული კერძისთვის სითბოს შენარჩუნების ფუნქცია
  • სტარტის გადავადება
  • პროგრამის დამახსოვრება (ელექტრო ენერგიის შეფერხების შემთხვევაში)
  • ტემპერატურის არჩევა/რეგულირება
  • მოსახსნელი სარქველი და თავსახური
  • მოსახერხებელი სამართავი პანელი და დისპლეი

საფარი:

სახარშების შერჩევის დროს ეს ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია. როგორც წესი, ნებისმიერ მულტსახარშს მინიმუმ ორი ფენა საფარი აქვს. ზოგიერთს სესაძლებელია, ხუთიც ქონდეს. ეს, რა თქმა უნდა, უკვე ნივთის ღირებულებას ასახავს.

დიზაინი:

დღეისათვის ყველა მულტსახარში ვიზუალურად საკმაოდ მომხიბლავად გამოიყურება და სამზარეულოს ინტერიერთანაც არ უჭირს საერთო ენის გამონახვა. ერთადერთი, მიაქციეთ ყურადღება, აქვს თუ არა მას სახელური. ეს გაცილებით მოსახერხებელი იქნება თქვენთვის.

ჩვენი დღევანდელი რჩევა ამით ამოიწურა. დანარჩენი თქვენზეა! უკვე იცით, საუკეთესო ხარისხის მულტსახარში აპარატები სად უნდა შეიძინოთ.

Deals.ge სასიამოვნო შენაძენსა და დასვენების დღეებს გისურვებთ!