(+995 32) 2 422 333, 599 433 226
სამუშაო გრაფიკი: 10.00-19.00, შბ.- 11.00-17.00, კვ.- დასვენება
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევარჩიოთ წნევით სარეცხი აპარატი?

ავტომობილის მფლობელებს კომპანიამ „Deals.ge” დიდი ხანია, წნევით სარეცხი აპარატების დიდი არჩევანი შესთავაზა. ეს არის მინი მოწყობილობა, რომელიც მანქანის გამუდმებით სამრეცხაოში გასუფთავებას გამორიცხავს. ახლა თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია, საკუთარი ავტომობილი მარტივად, სხვისი დახმარებისა და ზედმეტი გადასახადის გარეშე მოიყვანოს წესრიგში.

            

სტატიას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტით ვიწყებ. ეს არის ბრენდი. დღეს, ძირითადად, წნევით სარეცხ აპარატებს KARCHER და BOSCH აწარმოებს. ორივე გერმანული კომპანიაა, თუმცა ბაზარზე წამყვანი ადგილი მაინც „კერხერს“ უჭირავს. ალბათ, ამიტომაც ამ მოწყობილობას თავად ბრენდის სახელით მოიხსენიებენ. ძალიან ბევრს კი წნევით სარეცხი აპარატის სახელწოდება კერხერი ჰგონია. მოკლედ, თავდაპირველად ეს განვსაზღვოთ - „კერხერი“ არის მხოლოდ ბრენდი, რომელიც წნევით სარეცხ აპარატებს აწარმოებს. 

ახლა კი გადავიდეთ იმ მახასიათებლების აღწერაზე, რასაც შეძენის დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ.

გამტარიანობა/სიმძლავრე:

გამტარიანობა აჩვენებს რამდენ ლიტრ წყალს გამოიყენებს აპარატი  საათში/წუთში.  საშუალოდ წყლის მომხარება საათში 300-დან 600 ლიტრამდე მერყეობს. წყლის მაქსიმალური ტემპერატურა, როგორც წესი, 40 °C ან 60 °C-ია, მოწყობილობის სიმძლავრე კი დაახლოებით -1.5-3 კილოვატი.

წნევა:

წნევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია აპარატის შერჩევის დროს. საოჯახო მოხმარების წნევით სარეცხ აპარატებზე წნევის საშუალო მაჩვენებელი 110 ბარია. ეს სრულიად საკმარისია საშუალო სიძლიერეის ოპერაციის შესასრულებლად. თუმცა არსებობს აპარატები რომლის წნევა 150 ბარს აღწევს, ზოგის კი 110 ბარზე ნაკლებია.  

ფილტრი:

წნევით სარეცხი აპარატის ყიდვისთანავე უნდა შეიძინოთ ფილტრი. სასურველია, თუ ის მრავალჯერადი და რეცხვადი იქნება.

ტუმბო:

ის ორი სახის მასალისგან მზადდება - ლითონისა და პლასტმასისგან. თავის მხრივ ტუმბო კიდევ ორ კატეგორიად იყოფა, ერთია ე. წ. ქარხნული შტამპი, რომლის დაშლა შეუძლებელია, ხოლო მეორე ტიპის ტუმბო, სურვილის შემთხვევაში, მარტივად იშლება.

რესურსი:

წნევით სარეცხ აპარატებს საკუთარი რესურსი აქვს. კონკრეტული დროის დასახელება  რთულია. პირველ რიგში იმიტომ რომ სხვადასხვა მოდელს სხვადასხვა შესაძლებლობა აქვს. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, რესურსის ამოწურვა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად აქტიურად მოვიხმართ მას.

რაც შეეხება ერთჯერად ოპერაციას, უწყვეტი მუშაობის დრო არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს. თუმცა არის მოდელები, რომელთა მაქსიმუმი 20 წუთია.

წნევით სარეცხი აპარატის შეძენამდე მიაქციეთ ყურადღება აქვს თუ არა სასურველ მოდელს total-stop სისტემა. ეს არის ავტომატური გათიშვის ფუნქცია აპარატის ხელიდან გაშვების დროს.

გამოყენება:

მინი წნევით სარეცხი აპარატები გამოიყენება მხოლოდ საოჯახო მოხმარებისთვის. პროფესიონალურ დონეს მათი შესაძლებლობები ვერ წვდება. გამოყენება კი შეიძლება არა მხოლოდ ავტომობილის გასარეცხად, არამედ სხვა მიზნებისთვისაც. მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ ბეტონის ვერანდა ან ცხოვრობთ საკუთარ სახლში და ღობის გარეცხვა გსურთ, მინი წნევით სარეცხი აპარატი კარგ სამსახურს გაგიწევთ.

Other:

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, მნიშვნელოვანია სხვადასხვა დეტალებიც. მაგალითად, აქვს თუ არა აპარატს წნევის დონის რეგულირების შესაძლებლობა ან ძრავი წყლის გაგრილების ფუნქციით. ასევე, ყურადღება მისაქცევია წნევის დონის ინდიკაცია და მართვის პანელი მოსახერხებელ LED დისპლეისთან ერთად.

შეარჩიეთ საუკეთესო ხარისხის წნევით სარეცხი აპარატები ჩვენს საიტზე! Deals.ge კი სასიამოვნო დასვენების დღეებს გისურვებთ!