(+995 32) 2 422 333, 599 433 226
სამუშაო გრაფიკი: 10.00-19.00, შბ.- 10.00-17.00, კვ.- დასვენება
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევარჩიოთ წვენსაწური?

                                                 მეტი ვიტამინი ნიშნავს მეტ სიჯანსაღეს, მეტ სიმხნევეს და ზრიდს თქვენს პროდუქტიულობას!

                                                  

თუ წონაში დაკლება გსურთ ჯანსაღად და ზომიერად უნდა იკვებოთ, თუ ბავშვობაში დაბრუნება, - კარაქიანი პური უნდა და ჩაი მიირთვათ, ხოლო თუ გსურთ, თავი მთელი დღის მანძილზე მხნედ იგრძნოთ, მაშინ დილით ადრე უნდა ადგეთ და ხილის კოქტეილი დალიოთ.

აქედან, დასკვნა ასეთია, მიზნის მისაღწევად ყოველთვის საჭიროა გარკვეული მოცემულობა, რომელსაც უნდა მივყვეთ.

თუ ამჟამად მეტი მხნეობა და ენერგიულობა გჭირდებათ, წვენსაწური გარკვეულ როლს ითამაშებს თქვენს დასახმარებლად, ჩვენ კი, მისი შერჩევისთვის გამოსადეგარ რჩევებს არ დავიშურებთ!

                                  

პირველი რჩევა ასეთია: - მოიფიქრეთ, კერძოდ რისი წვენის მიღება გსურთ, მხოლოდ ციტრუსების თუ  თქვენ ხართ, მაგალითად, ასევე სტაფილოს ან პომიდვრის წვენის მოყვარული? ვინაიდან, წვენსაწური არსებობს მარტო ციტრუსის ან უნივერსალური.

უნივერსალური წვენსაწური ჩვენი “დილის ვიტამინის” მეტ მრავალფეროვნებას უზრუნველყოფს. ხოლო, თუ მას ასევე, ბლენდერიც აქვს, მაშინ უკვე თქვენი შენაძენით თქვენი შვილებიც კმაყოფილები დარჩებიან.

                       

უნივერსალური წვენსაწური ფუქნციონირებს ცენტრიდანული ძალით, პრესს ხილსა და ბოსტნეულს, რის შედეგადაც ვიღებთ წვენს.

რაც უფრო მეტია ბრუნვა, მით მეტად პრესავს პროდუქტს და მით უფრო მეტ წვენს ვიღებთ. ამისთვის, მეტი მოცულობის სათავსოა საჭირო. რეზერვუარი შესაძლოა იყოს ერთ, ორ ან მეტლიტრიანი. ასევე, არსებობს, ბრიბოლის რეზერვუარის არმქონე წვენსაწური.

                       

თუმცა, კორპუსი, რა თქმა უნდა, ყველა წვენსაწურს აქვს. შერჩევის დროს კი, აუცილებელია გაითვალისწინოთ, რა მასალისგან არის ის დამზადებული. არსებობს, პლასტმასის, ალუმინის, უჟანგავი ფოლადის კორპუსები. გასხვავება მათ შორის არის როგორც ხარისხით, ასევე ფასით. არჩევანიც, ამ ორი ნიშნის გათვალისწინეთ უნდა გააკეთოთ.

სხვათაშორის, ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის წვენსაწურის შესახებ. მას აქვს როგორც სასიცოცხლოდ, ასევე კომფორტისთივს მნიშვნელოვანი ფუნქცია-მახასიათებლები. 

ამჯერად, სულ ეს არის, რაც წვენსაწურზე შეგვიძლია მოგიყვეთ. თუ თქვენ გადაწყვეტთ მის შეძენას, იხილეთ deals.ge-ს მიერ შემოთავაზებული წვენსაწურები, ვინაიდან, თქვენ ყოველივე საუკეთესოს იმსახურებთ!