(+995 32) 2 422 333, 599 433 226
სამუშაო გრაფიკი: 10.00-19.00, შბ.- 10.00-17.00, კვ.- დასვენება
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევარჩიოთ სენდვიჩის აპარატი?

თუ დრო არ გაქვთ სამზარეულოში საათობით ფუსფუსისათვის, სენდვიჩის აპარატს რაც შეიძლება მალე უნდა დაუმეგობრდეთ. ასე გემრიელი საუზმეც გექნებათ და მეტი დროც სხვა საქმეებისთვის. მარტივი და  სწრაფად მოსამზადებელი  საკვები თქვენი დღის რაციონი გახდება. მას შემდეგ, რაც მის შეძენას გადაწყვეტთ, უნდა გავითვალისწინოთ რამოდენიმე ასპექტი და კონკრეტულად რა, ამის შესახებ დღეს ჩვენი სტატიის საშუალებით მოგიყვებით.

მოკლედ რომ ვთქვათ, სენდვიჩის აპარატი  შედგება ორი გამაცხელებელი ფირფიტისგან, შედეგად, იგი პურს ხუხავს ორივე მხარეს, რაც სენდვიჩს განსაკუთრებულ გემოს აძლევს. სულ ეს არის მისი მუშაობის არსი. ახლა კი, კონკრეტული რამებზე განვაგრობთ.

სხვადახვა მწარმოებლების მიერ დამზადებული სენდვიჩის აპარატები ძირითადად ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფუნქცია–მახასიათებლებითა და დიზაინით. ასევე, განხვავებულ მოდელებს აქვთ ფირფიტების განხვავებული ფორმები, მაგ. სამკუთხა, ოთკუთხედი, ერთ მხარეს  მომრგვალერბული ან ფიგურული. აქვთ ან არ აქვთ ტაიმერი, სენდვიჩი მომზადების მდომრეობის ინდიკატორი და სხვა დამატებითი მახასიათებლები.

პირველ რიგში, სენდვიჩი აპარატის შეძენის დროს გაითვალისწინეთ კორუსის მასალა. ის შესაძლოა იყოს პლასტმასის ამ ფოლადის. პლასტმასის კორპუსის მქონე სენდვიჩის აპარატის ღირებულება ნაკლებია, ვიდრე ფოლადს. თუმცა, ფოლადის აპარატი მეტად გამძლეა. ასევე, ზოგიერთ მათგანს აქვს თერტმოსტატის ფუნქცია მუდმივი ტემპერატურის შესანარჩუნებლად. მისი საშუალებით, თქვენი სენდვიჩი დაცულია დაწვისგან, ხოლო თბოიზოლაციის სახელურების საშუალებით, ისევე როგორც თქვენ, ასევე თქვენი ბავშვები - დამწვრობისგან. ვინაიდან, თქვენი სენდვიჩის აპარატის სახელურები არ გაცხელდება მუშაობის პროცესში. ასე იგი შეინარჩუნებს შიგნით სიმხურვალეს და გარეთ სიგრილეს.

დამეთანხმებით, ყოველ ჩვენგანს სურს გადაიხადო ნაკლები და მიიღოს მეტი, შეიძინოს ერთი და კომპაქტური ნივთი, მაგრამ მისი შესაძლებლობები მრავალფუნციური იყოს. და ეს ოცნება არ არის, რეალური შესაძლებლობაა, რომელსაც სენდვიჩის აპარატი გვაძლებს, თუ მას მოსახსნელი ფილები აქვს.  ასეთ შემთხვევაში, ჩვენი სენდვიჩის აპარატი სრულიად უსასყიდლოდ და მარტივად გარდაიქნება გრილად ან ვაფლის გამოსაცხობად. ეს უკვე მათთვისაა, ვინც შაბათ-კვირას მაინც მზადაა სამზარეულოში ფუსფუსისთვის დრო გამოყოს და მრავალფეროვანი “გემრიელობებით” გაუმასპინძლდეს ოჯახის წევრებს თუ არა მხოლოდ.

რა თქმა  უნდა, მისი ღირებულება რამდენადმე ძვირი იქნება, მაგრამ არა იმდენად, ყოველი მათგანი რომ ცალ-ცალკე შეიძინოთ და თან, ასე ბევრად კომპაქტურ-კომფორტულია. ასე რომ, ალბათ დამეთანხმებით, შეძენად ღირს.

ასევე, სენდვიჩი შეძენის დროს, უნდა გაითვალისწინოთ, აქვს თუ არა აპარატს მოცურების საწინააღმდეგო ფეხები. ასეთ შემთხვევაში, თქვენ დაცული ინქებით ყოველგვარი გაუთვალისწინებელი შემთხვევიგან. მეგობრებო, ყურადღება მიაქციეთ კვების კაბელს სიგრძეს. თუ დენის წყაროსთან ახლოს შეგიძლიათ მოწყობილობა დადგათ, ამ შემთხვევაში მოკლე კაბელის მქონე სენდვიჩის აპარატს გირჩვეთ, ასე მეტად მოსახერხებელია, თუმცა, თუ ცოტა მოშორებით მოგიწევთ მისი ჩართვა, სასურველია, გრძელი კვების კაბელის მქონე სენდვიჩის აპარატი შეიძინოთ. გაითვალისწინეთ, აქვს თუ არა მომზადების ინდიკატორი. ასეთ შემთხვევაში, თქვენ არ მოგიწევთ აპარატთან ახლოს მისვლა და საკვების შემოწმება არის თუ არა ის მზად, შორიდანვე დაინახავთ მის მდგომარეობას და მანამდე გადმოდებთ თეფშზე, სანამ ზედმეტად გამოშრება ან ჯერ კიდევ არ იქნება მზად. სენდვიჩის აპარატებს ასევე აქვთ ხოლმე თავსახურის ბლოკირების ფუნქცია, დაცვა გადახურებისგან და მიმწვრობის საწინააღმდეგო საფარი და რა თქმა უნდა, ყოველ მათგანი დასაფასებელია. 

შეჯამებისთვის, კორპუსი ფოლადის, ფეხები – რეზინის, პლუს რამოდენიმე ფუნქცია–მახასიათებელი და სულ ეს არის – თქვენი საუზმე მომზადდება მარტივად და იქნება გემრიელი. სასიამოვნოდ დაწყებული დილა კი კიდევ უფრო მეტად გვაახლოებს ჩვნენთვის ძვირფას ადამიანებთან და მთელი დღის “გადასატანადაც” მერწმუნეთ, კარგი დასაწყისია. ასე რომ, გაუფრთხილდით თვენს დროს, ხასიათს, ურთიერთობებს, ჯანმრთელობას და ყველაფერი კარგად თუ არა, უკეთ ნამდვილად იქნება.

შეარჩიეთ საუკეთესო ხარისხის სენდვიჩის აპარატები ჩვენს საიტზე! წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!