(+995 32) 2 422 333, 599 433 226
სამუშაო გრაფიკი: 10.00-19.00, შბ.- 11.00-17.00, კვ.- დასვენება
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევარჩიოთ თმის საკრეჭი?

ის ამბავი, რომ თავის მოვლა მხოლოდ ქალის საქმეა, დიდი აფსურდი რამაა და დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა.
საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა კაცისთვისაც ისეთივე აუცილებელია, როგორც ქალისთვის. მოდურად და ლამაზად გაკრეჭილი თმა/წვერი ნებისმიერ ადამიანს უცვლის სტილსა და გარეგნობას. დღევანდელ პირობებში კი, როცა ლამბერ სტილი ერთგვარ ტრენდს წარმოადგენს, ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის ერთი კარგი თმის საკრეჭის ქონა წყალივით აუცილებელია.

სანამ ამ მოწყობილობას შევარჩევთ, შევუკვეთავთ და ჩვენს შესანახ კარადებში მოვათავსებთ, მის სასარგებლო უნარ-ჩვევებსა და მახასიათებლებს უნდა გავეცნოთ.

მაშ ასე, როგორი უნდა იყოს თმის საკრეჭი? თმის საკრეჭის ტიპზე დამოკიდებულია მისი შესაძლებლობები. უფრო კონკრეტულად კი, რა სახის ვარცხნილობას გვთავაზობს ეს ინსტრუმენტი. არსებობს რამდენიმე ტიპი:

უნივერსალური თმის საკრეჭი - ყველა სახის ოპერაციისთვის. ის თმას აძლევს სხვადასხვა ფორმასა და ზომას. უნივერსალურ თმის
საკრეჭს, როგორც წესი, თან ახლავს მთელი რიგი ინსტრუმენტები.

საკრეჭი წვერისა და ულვაშისთვის - ზრუნავს სახის წესრიგში მოყვანაზე.

ტრიმერი - კომპაქტური მოწყობილობა დელიკატური სამუშაოსთვის ცხვირსა და ყურებზე.

მოწყობილობის გამართულად და ხანგძლივად მუშაობაზე პირდაპირ კავშირშია ძრავის ტიპი. თმის საკრეჭების ძრავი რამდენიმე ტიპად იყოფა:

ა. როტარული - ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი. მისი პრინციპი ემყარება ბრუნვას, როტაციას. ის შეუფერხებლად მუშაობს დიდი ხნის განმავლობაში. ამ ტიპის საკრეჭის მაქსიმალური სიმძლავრეა 45 W. გადახურებისგან დაცვის მიზნით მათ აქვთ ინტეგრირებული გაგრილების სისტემა. როტარული ძრავის გათვალისწინებით ეს მოწყობილობები საკმაოდ ხმაურიანია. დაზიანების შემთხვევაში ექვემდებარება შეკეთებას.

ვიბრაციული - ამ ტიპის მანქანის მაქსიმალური სიმძლავრეა 15 ვატი. მოწყობილობა შეუზღუდავად მუშაობს 15-დან 20 წუთამდე. ის მსუბუქია ხელში დასაჭერად და მუშაობის პროცესში დაღლას თითქმის ვერ იგრძნობთ. თუმცა ძრავი ხშირად ხურდება, რომლის შეკეთება არც ისე მარტივია.

აკუმულატორის/უსადენო - ეს არის ყველაზე ჩუმი და მსუბუქი. ძირითადად გამოიყენება წვერის კონტურის ფიქსაციისთვის. სხვა ძრავის ტიპთან შედარებით მათ ყველაზე დაბალი სიმძლავრე აქვთ - 12 W. ზოგიერთ პროფესიულ მოდელს შეუძლია, სამუშაო მდგომარეობა რამდენიმე საათით შეინარჩუნოს. მისი ნაწილები ხშირად საჭიროებს ზეთით დამუშავებასა და გაწმენდას.

კვება/მუშაობა

არსებობს სამი სახეობის:

  1. ქსელის
  2. აკუმულატორის
  3. კომბინირებული - ქსელის/აკუმულატორის

ქსელის თმის საკრეჭის დროს ჩვენ ორიენტირებული არ ვართ დროზე. თუ თქვენ თმის საკრეჭი სახლში გამოსაყენებლად გინდათ, მაშინ ის საუკეთესო ვარიანტია.

უსადენო მოწყობილობები იდიალურია სატარებლად, თუნდაც ერთი ოთახიდან მეორეში. მას არ აქვს კონტროლის სიგრძის სადენი. თუმცა აქვს სამუსაოსთვის განსაზღვრული დრო.

რა თქმა უნდა, კომბინირებული თმის საკრეჭები ყველაზე ოპტიმალურია, თუმცა ძვირიც. როცა დაიცლება აკუმულატორი, შეძლებთ ქსელით მუშაობას.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია საჭრელი პირების მასალა. ის უნდა იყოს მკვეთრი და არ უნდა მოითხოვდეს დამატებით ძალისხმევას. ამისთვის არსებობს სპეციალური თვითლესვადი პირები. ისინი თავიდან აგარიდებენ დამატებით სამუშაოს.

არსებობს ფოლადის დანები კარბოქსილის ან ტიტანის საფარით. ზოგიერთი არის ტიტანის შენადნობით და ასევე კერამიკის. ფოლადის დანები ყველაზე გავრცელებულია, ტიტანის შენადნობით - საკმაოდ გამძლე. კერამიკის დანები კი არ ხურდება მუშაობის პროცესში, თუმცა მყიფეა და დავარდნის შემთხვევაში ადვილად ზიანდება.

სიჩქარის რეჟიმები

რაც უფრო სწრაფად მოძრაობს საჭრელი პირები, მოწყობილობას მით უკეთესი შედეგი აქვს. თუ თქვენ შეიძენთ დაბალსიმძლავრიან მანქანას, ბუნებრივია, ნელა იმუშავებს. აირჩიეთ მოდელი მინიმუმ ორი სიჩქარის რეჟიმით. სიჩქარის რეჟიმები შეიძლება იყოს 5-დან 25-მდე, ეს დამოკიდებულია კონკრეტულ მოდელზე.

საცმები

საცმები თმის სიგრძეს არეგულირებს. მისი საშუალებით ადვილია თმის შეთხელებაც. კომპლექტში შესაძლოა, რმადენიმე საცმი იყოს
(1-8). თმის მინიმალური სიგრძე 0.3 მმ-დან 3 მმ-მდე მერყეობს. პირადი მოხმარებისთვის 4 საცმი სრულიად საკმარისია, უფრო მეტი უკვე პროფესიონალების საქმეა.

მოწყობილობის ხანგძლივი მუშაობისთვის, სწორად გამოყენებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ჰიგიენა. ყოველი მოხმარების შემდეგ საჭიროა მისი გასუფთავება სპეციალური ჯაგრისით. ყველაზე ეფექტური სველი წმენდაა, თუმცა ყველა მოდელისთვის რეკომენდირებული არ არის. განსაკუთრებით მოერიდეთ სველ წმენდას დამუხტვის დროს.

დამატებითი მახასიათებლები და ფუქნციები არასდროსაა ზედმეტი. მაგალითად, როგორიცაა დამუხტვის ინდიკაცია. ის საშუალებას გვაძლევს არ შევცდეთ მოწყობილობის დენის წყაროში ჩართვის დროს. დიზაინსაც თავისი პლიუსები აქვს - თუნდაც რეზინის ჩანართები მანქანის კორპუსზე. მას აქვს მოცურების საწინააღმდეგო ზედაპირი და უზრუნველყოფს დამატებით უსაფრთხოებას სველი ხელებით მუშაობის დროს.

სულ ეს იყო Deals.ge-ს კეთილი რჩევები თმის საკრეჭზე. გახსოვდეთ, რჩევების მიღება არასდროსაა ზედმეტი, თუნდაც პროფესიონალებისთვის. 


Также вставьте непосредственно после открывающего тега следующий фрагмент: