(+995 32) 2 422 333, 599 433 226
სამუშაო გრაფიკი: 10.00-19.00, შბ.- 11.00-17.00, კვ.- დასვენება
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევარჩიოთ ინფრაწითელი გამათბობელი?

თუ წვიმაა, ან თოვლი, ქარი, ნულს ქვემოთ ტემერატურა თუ ნულს ოდნავ ზემოთ, ამქვეყნად ჩვენი საუკეთესო თავშესაფარი წამსვე თბილი ჭერი და კედლები ხდება, საყვარელი საგანი კი - სითბოს წყარო. თუ ზაფხულში მზეს ვეტრფით, აქ "D" ვეტამინიო, იქ რუჯიო და საათობით ვეფიცხებით, ზამთარში, გვინდა არ გვინდა, გამათბობელს ვუმეგობრდებით. ამიტომ, დღეს თქვენს წინაშეა, მისი ერთ–ერთი ღირსეული წარმომადგენელი, ინფრაწითელი გამათბობელი! სუპერ უსაფრთხო, სუპერ ეკონომიური და სუპერ კომფორტული! მას უკვე აქვს სამი სუპერ, ასე რომ, გთხოვთ, მივესალმოთ!

ინფრაწითელი გამათბობლი გარდა ამ სამისა, კიდევ მრავალი სხვა სიკეთით არის დაჯილდოებული. პირველი - იგი გამოსცემს სითბურ ენერგიას. ათბობს არა ჰაერს, არამედ საგნებს და ჰაერი არ კარგავს ტენიანობას. შეგვიძლია დავდგათ როგორც ინტერიერში, ასევე ექსტერიერში. მეორე, - არის ეკოლოგიურად სუფთა. ის არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს და შესაბამისად, არის უსაფრთხო. მესამე, - არ საჭიროებს სპეციალურ დამონტაჟებას. საკუთარი ხელით შეგიძლიათ უბრალოდ შეაერთოთ დენის წყაროსთან და ჩართოთ. მეოთხე, - განიჭებთ თავისუფლებას არჩევანში. შეგიძიათ, დადგათ როგორც იატაზე, ასევე, დაამაგროთ კედელზე. მეხუთე, - არის მაღალი ხარისხის. დაახლოებით 25 წლის მანძილზე უპრობლემოდ შეგიძიათ მისი მომხარებით დატკბეთ. მეხუთე და ყველაზე სასიამოვნო დოლარის კურსის ფონზე, - მისი ფასი, ჯერ ისევ, ხელმისაწვდომია ყველასთვის.

ინფრაწითელი გამათბობლის შერჩევის დროს გაითვალისწინეთ, რამხელა ფართის გათბობას აპირებთ მისით და შესაბამისად შეარჩიეთ, რამდენი ვატი უნდა ჰქონდეს სიმძლავრე. რადგანაც, ისინი ერთმანეთთან პირდაპირ პროპორციულად არიან კავშირში. რაც მეტია ფართი, მით მეტი უნდა იყოს სიმძლავრე, რომ ოთახის კარგად გაათბობა შეძლოს. 15-20 მ² ფართში დაახლოებით 1000 ვატიანი ინფრაწითელი გამათბობელი ჩინებულად მოტეხავს სიცივეს.

                                            

გაითვალისწინეთ, ინფრაწითელი გამათბობლი არსებობს სხვადასხვა ტიპის გამაცხელებელი ელემენტით: ვოლფრამის, ჰალოგენური, კვარცის და კარბონის. ასევე, აქვს სექციების და სპირალების სხვადასხვა რაოდენობა.                                        

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, რასაც შეძენის დროს უნდა მიაქციოთ ყურადღება. არსებობს ფუნქციები და მახასიათებლები, რომლებიც შესაძლოა ჰქონდეს ინფრაწითელ გამათბობელს. ზოგიერთი მათგანი მეტად მნიშვნელოვანია, თუნდაც უსაფრთხოებისთვის. მაგალითად, ავტომატური გათიშვა წაქცევისას. მისი საშუალებით, თქვენ დაცული იქნებით ყოველგვარი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან. ბავშვიც კი შეგიძლიათ დატოვოთ მის შორიახლოს სათამაშოდ, თქვენ კი საოჯახო საქმეებით დაკავდეთ. ამის გარდა, შესაძლოა ჰქონდეს სხვა, ასევე მნიშვნელოვანი, საჭირო და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფი შესაძლებლობები. მათ შორის არიან გადახურებისგან დაცვის ფუნქცია, კონვექცია, თერმოსტატი, დამოუკიდებელი ორთქლის გენერატორი, წყლის დონის შუქიოდური ინდიკატორი, ფართის სამგანზომილებიანი გათბობის ტექნოლოგია. ინფრაწითელი გამათბობელი წყლის რეზერვუარის საშუალებით ატენიანებს ჰაერს. ტაიმერის საშუალებით, თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ, მშვიდად დაიძინოთ სითბოში და ზუსტად იცოდეთ, რომ წინასწარ განსაზღვრულ დროს ის თავისით გაითიშება. ზოგ მათგანს ასევე აქვს დისპლეი და დისტანციური მართვის ფუნქცია. ასე რომ, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ვისარგებლოთ ტექნოლოგიების მიღწევებით ყველა სფეროში და მოვეწყოთ მაქსიმალურად კომფორტულად ცივ ზამთარში ჩვენს–ჩვენს თბილ სახლებში.