(+995 32) 2 422 333, 599 433 226
სამუშაო გრაფიკი: 10.00-19.00, შბ.- 11.00-17.00, კვ.- დასვენება
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

ვიდეო ძიძა BREVA HB24 1 წლიანი გარანტიით, განვადებით და მიწოდებით საქართველოს მასშტაბით!

გაყიდვაშია

229 c
თვეში 13.56 ლარი
პირობები

გაზიარება:
აღწერა
ევროპული ბრენდის BREVA-ს ვიდეო ძიძა 1 წლიანი გარანტიით და მიწოდებით მთელი საქართველოს მასშტაბით! BREVA HB24-სთან ერთად თქვენ შეძლებთ დისტანციურად აკონტროლოთ თქვენი პატარა სახლის ნებისმიერი ადგილიდან და ამავდროულად დაკავდეთ თქვენი საყვარელი საქმით ან უბრალოდ დაისვენოთ.
მოქმედების დიდი რადიუსი
ვიდეო ძიძას მოქმედების რადიუსი გაშლილ სივრცეში დაახლოებით 350 მეტრს შეადგენს, რაც სავსებით საკმარისია დიდი სახლის პირობებში. თქვენ დაბრკოლების გარეშე შეგეძლებათ აკონტროლოთ ბავშვის მდგომარეობა საცხოვრებლის ნებისმიერი ადგილიდან.
მაღალი ხარისხის დისპლეი
BREVA HB24-ის მშობლის მოწყობილობას აქვს მაღალი ხარისხის 2.4'' (5 სმ) დისპლეი, რომლის დახმარებით თქვენ დისტანციურად შეძლებთ ბავშვის კონტროლს. ვიდეო ძიძას წყალობით თქვენ აღარ მოგიწევთ ყოველ წუთს ბავშვის ოთახში შესვლა და მისი მდგომარეობის შემოწმება. ვიდეო ძიძას აქვს Zoom-ის შესაძლებლობა. ამასთან, ბავშვის მხარე აღჭურვილია მაღალი მგრძნობელობის მიკროფონით, რომელსაც არ გამოეპარება თქვენი პატარას ტირილი. ასევე შესაძლებელია დამატებითი კამერების დაყენება. BREVA HB24-სთან ერთად თქვენ შეგეძლებათ უფრო მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს, დაკავდეთ საყვარელი საქმიანობით ან უბრალოდ დაისვენოთ და დაზოგოთ თქვენი დრო და ენერგია.
ღამის ხედვის რეჟიმი
ვიდეო ძიძას დახმარებით ღამითაც და ცუდი განათების პირობებშიც შეძლებთ ბავშვის დისტანციურად გაკონტროლებას. ღამის ხედვის რეჟიმში მონიტორზე გადაიცემა შავ-თეთრი გამოსახულება.
Two-Way Talk
BREVA HB24 აღჭურვილია მშობლისა და ბავშვის ხმის ორმხრივი აუდიო გადაცემის შესაძლებლობით. ზოგჯერ ბავშვის დასამშვიდებლად და მის დასაძინებლად საკმარისია მშობლის ხმის გაგონება, რაშიც BREVA-ს ვიდეო ძიძა დაგეხმარებათ. თქვენ აღარ მოგიწევთ ახალგაღვიძებულ და ატირებულ ბავშვთან სირბილით მისვლა, უბრალოდ ესაუბრეთ და დაამშვიდეთ იგი დისტანციურად.
VOX ფუნქცია
ვიდეო ძიძას აქვს ბავშვის ტირილზე მოწყობილობის აქტივაციის ფუნქცია VOX. თუკი მოწყობილობის ირგვლივ არ შეინიშნება ხმაური 30 წამის განმავლობაში, იგი წყვეტს მონიტორზე გამოსახულების გაგზავნას და გადადის ლოდინის რეჟიმში. არააქტიურ რეჟიმში მოწყობილობა მნიშვნელოვნად ზოგავს ენერგიას, რის ხარჯზე აკუმულატორით მუშაობის დრო იზრდება. ვიდეო ძიძა ბავშვის ხმის ან ტირილის დაფიქსირებისთანავე გადადის აქტიურ რეჟიმში და იწყებს ბავშვის გამოსახულებისა და ხმის გადაცემას მშობლის მოწყობილობაზე.
ტემპერატურის კონტროლი
ვიდეო ძიძა აღჭურვილია ოთახისა და გარემოს ტემპერატურის მონიტორინგის ფუნქციით. ცნობილია, რომ ბავშვისთვის არ არის რეკომენდირებული სიცივე ან გადამეტებული სიცხე. მოწყობილობა საშუალებას მოგცემთ აკონტროლოთ ბავშვის ოთახის ტემპერატურა და შეინარჩუნოთ ბავშვისთვის ოპტიმალური პირობები.
მრავალფუნქციურობა
Breva-ს ვიდეო ძიძა გამოირჩევა მრვალაფუნქციურობით. მოწყობილობას აქვს დასაძინებელი მელოდიები, რომლებიც დაგეხმარებათ პატარას დაძინებაში. მოწყობილობა აღჭურვილია ტაიმერით, BREVA HB24-სთან ერთად თქვენ არასოდეს არ დაგავიწყდებათ ბავშვის კვების, წამლის მიცემის ან საფენის გამოცვლის დრო.
ხანგრძლივი მუშაობის დრო
მოწყობილობის Li-ion ტიპის აკუმულატორის მოცულობა 950mAh-ია, რაც ვიდეო ძიძას ხანგრძლივ მუშაობას განაპირობებს. BREVA HB24 -ის მუშაობის დრო Standby რეჟიმში დაახლოებით 8-15 საათს შეადგენს.
1 წლიანი გარანტია
BREVA-ს ვიდეო ძიძაზე ვრცელდება მწარმოებლის 1 წლიანი ოფიციალური გარანტია. საგარანტიო ტალონი გადმოგეცემათ მოწყობილობასთან ერთად.
ვიდეო ძიძა BREVA HB24 -ის ტექნიკური მახასიათებლები:
● სიხშირე: 2.4GHz (ტექნოლოგია Digital FHSS)
● პრივატული სიგნალი: კი
● მოქმედების რადიუსი: 350 მ-მდე
● დისპლეის ზომა: 2.4'' (5 სმ)
● დინამიკი: კი
● მიკროფონი: კი
● ვიდეო გადაცემა: კი
● აუდიო გადაცემა: კი
● Zoom-ის შესაძლებლობა: კი
დამატებითი მახასიათებლები:
● ღამის ხედვის რეჟიმი: კი
● Pan & Tilt ზუმის მართვის შესაძლებლობა
● მშობლისა და ბავშვის ხმის ორმხრივი აუდიო გადაცემა
● Two-Way Talk (გაითვალისწინეთ, რომ მშობლის საუბრის
● რეჟიმში არ ისმის ბავშვის ხმა)
● ხმის რეგულირების შესაძლებლობა
● რეგულირებადი სიკაშკაშე
● ოთახისა და გარემოს ტემპერატურის მონიტორინგი
● დამატებითი კამერების დაყენების შესაძლებლობა: კი (4 < კამერამდე)
● ხმაზე რეაგირებადი ინდიკატორი
● აუდიო რეჟიმი (გამოსახულების გარეშე)
● VOX ფუნქცია - მონიტორის ავტომატური ჩართვა ბავშვის
● ხმაზესიგნალი, ტაიმერი: კი
● სიგანალის ხმის დონის რეგულირება: კი
● დასაძინებელი მელოდიები Lullaby
აკუმულატორი:
● აკუმულატორის ტიპი: Li-ion
● აკუმულატორის მოცულობა: 950mAh
● მუშაობის ხანგრძლივობა: 8-15 სთ (Standby time)
კომპლექტაცია:
● გადამცემი (ბავშვის მხარე)
● მიმღები (მშობლის მხარე)
● 2 x კვების ადაპტერი
● სამომხმარებლო ინსტრუქცია
ფიზიკური მახასიათებლები:
● ფერი: თეთრი
* მწარმოებელი იტოვებს უფლებას გაფრთხილების გარეშე შეიტანოს ცვლილებები პროდუქტის მახასიათებლებში, ფერში, კომპლექტაციასა და დიზაინში. მწარმოებლის მიერ შეტანილ ცვლიბებებზე მაღაზია პასუხისმგებლობას არ იღებს.

კომენტარები
მომსახურებები
მიწოდება

თბილისში

  • უფასო შეკვეთის დღეს (12სთ-მდე მიღებული შეკვეთებისთვის). მიწოდება 16:00-22:00 პერიოდში

საქართველოს მასშტაბით

  • 1-3 სამუშაო დღის განმავლობაში 6 ლარიდან (მსხვილი ან წვრილი ტექნიკის მიწოდება ხორციელდება ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში. გთხოვთ, ფასი წინასწარ დააზუსტოთ ოპერატორთან)

დეტალურად მიწოდების შესახებ

 

 
ჩვენ შესახებ

ონლაინ მაღაზია Deals.ge

ა.წერეთლის 116, "დიდუბე პლაზა", ოფისი 202
2 422 333; 599 433 226
ორშ-პარ: 10-19 / შაბ: 11-17
Facebook