(+995 32) 2 422 333, 599 433 226
სამუშაო გრაფიკი: 10.00-19.00, შბ.- 11.00-17.00, კვ.- დასვენება
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

თმის გასასწორებელი კერამიკული სავარცხელი BREVA 1 წლიანი გარანტიით, შიდა და საბანკო ონლაინ განვადებით

გაყიდვაშია

199 c / 149 c
თვეში 9.17 ლარი
პირობები

გაზიარება:
აღწერა

 

ექსკლუზიურად Deals.ge-ზე! ევროპული ბრენდის Breva-ს ინოვაციური კერამიკული თმის გასასწორებელი სავარცხელი 1 წლიანი გარანტიით და მიწოდებით მთელ საქართველოში! Breva-ს თმის გასასწორებელი სავარცხლის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის თმისთვის.

გამოყენების სიმარტივე

არაჩვეულებრივი ვარცხნილობა 3-5 წუთში

არ აზიანებს და არ აშრობს თმას
 
სწრაფი
Breva-ს კერამიკული სავარცხლით თმის გასწორება ბევრად მარტივი, მოსახერხებელი და სწრაფი გახდება. თმის გასწორების დრო 40 წუთის ნაცვლად 3-5 წუთამდე მცირდება, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს თქვენს დროსა და ენერგიას. უბრალოდ დაივარცხნეთ თმა და არაჩვეულებრივი ვარცხნილობა რამდენიმე წუთში მზადაა!
სწორი, ბზინვარე და ჯანსაღი თმა
Breva-ს კერამიკული სავარცხელი 185°C-მდე ცხელდება, რაც ნებისმიერი ტიპის თმის გასასწორებლად ოპტიმალური ტემპერატურაა. სხვა თმის გასასწორებელი მოწყობილობებისგან განსხვავებით, რომლებიც თმის გასასწორებლად იყენებენ მაღალ ტემპერატურას, კერამიკული სავარცხლის მოხმარება არ აზიანებს თმას და უნარჩუნებს მას ბუნებრივ ბზინვარებას, სილამაზესა და სიჯანსაღეს.
უსაფრთხო
Breva-ს ინოვაციური კერამიკული სავარცხლის კბილანები დაფარულია სპეციალური მოძრავი დაბოლოებებით, რომლებიც აგარიდებთ თავის კანის დაწვასა და უსიამოვნო შეგრძნებებს.
1 წლიანი გარანტია
პროდუქტზე ვრცელდება მწარმოებლის 1 წლიანი ოფიციალური გარანტია. საგარანტიო ტალონი გადმოგეცემათ Breva-ს კერამიკულ სავარცხელთან ერთად.
კერამიკული სავარცხლის BREVA HS-13-ის ტექნიკური მახასიათებლები:
● სიმძლავრე: 50 W
● ძაბვა: 220 V
● გაცხელების მაქსიმალური ტემპერატურა:185°C
● გაცხელების დრო: 60 წამი
● სავარცხლის გამოყენება რეკომენდირებულია მშრალ თმაზე
* მწარმოებელი იტოვებს უფლებას გაფრთხილების გარეშე შეიტანოს ცვლილებები პროდუქტის მახასიათებლებში, ფერში, კომპლექტაციასა და დიზაინში. მწარმოებლის მიერ შეტანილ ცვლიბებებზე მაღაზია პასუხისმგებლობას არ იღებს.

კომენტარები
ნინო 18 მარტი 2017

საერთოდ არ არის ეფექტური, ძალაინ უკმაყოფილო ვარ

Deals.ge 18 მარტი 2017

გამარჯობა. ძალიან ვწუხვართ უკმაყოფილო რომ ხართ. სავარცხელი არ ასწორებს უთოს ეფექტით, ბრევას სავარცხლით გასწორებული თმა უფრო ბუნებრივად სწორ თმას ჰგავს და არა სალონში დასწორებულს. სავარცხლის შეძენამდე თქვენ შეგეძლოთ მობრძანებულიყავით ჩვენთან ოფისში და გეცადათ თმის გასწორება, და პროდუქტი მხოლოდ მოწონების შემთხვევაში შეგეძინათ. facebook კომენტარებს რომ გადახედოთ ნახავთ, რომ ძალიან ბევრი მომხმარებელია კერამიკული სავარცხლით კმაყოფილი. თუ გნებავთ დარეკეთ ჩვენს ცხელ ხაზზე და ოპერატორები აგიხსნიან თუ როგორ უნდა დაივარხნოთ თმა, რომ მაქსიმალურ ეფექტს მიაღწიოთ. ჩვენი ტელეფონის ნომრებია ( 995 32) 2 422 333, 599 433 226

მაია 09 მარტი 2017

გამიფუჭდა :((( ერთი წელი არ გასულა გარანტია ძალაშია ?

Deals.ge 09 მარტი 2017

გამარჯობა. პროდუქტზე 1 წლიანი გარანტია ვრცელდება. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ცხელ ხაზზე ( 995 32) 2 422 333, 599 433 226

ხატია 21 თებერვალი 2017

მაღაზიაში უნდა მოვიდე თუ თქვენი მიწოდებით არის შესაძლებელი?

Deals.ge 22 თებერვალი 2017

მოგესალმებით. კერამიკული სავარცხელი ადგილზე გვაქვს თუ სურვილი გაქვთ შეგიძლიათ მობრძანდეთ და თავად გაიტანოთ მაღაზიიდან, ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ კურიერის მომსახურებით. ეს შეგიძლიათ შეათანხმოთ ოპერატორთან. მიწოდების სერვისი თბილისში უფასოა. ამასთან გაითვალისწინეთ, რომ თუკი ოფისში მობრძანდებით სავარცხლით თმის გასწორება შეგეძლებათ, რათა ნახოთ სავარცხლის შესაძლებლობები და რამდენად გაასწორებს თქვენს თმას.

გვანცა 23 იანვარი 2017

გამარჯობათ, ახლა შევავსე განაცხადი თბს ბანკის განვადებაზე, და ბოლოს დამიწერა მიაკითხეთ ნებისმიერ ფილიალს სადაც ჩვენი განვადება მოქმედებსო, მე მეგონა სახლში მიტანის სერვისი იყო. სად უნდა მივიდე? (თუ დამიმტკიცეს )

Deals.ge 23 იანვარი 2017

მოგესალმებით. იმ შემთხვევაში თუ განვადება დაგიმტკიცდათ, თქვენ უნდა მიბრძანდეთ თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში, რათა საბუთებზე ხელი მოაწეროთ. პროდუქტს კი ჩვენი მაღაზია კურიერის საშუალებით მოგაწვდით თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე ( 995 32) 2 422 333, 599 433 226

მედეა 19 იანვარი 2017

18წლის ვარ და თუ შემიძლია მე განვადების გაკეთება?

Deals.ge 19 იანვარი 2017

მოგესალმებით. დიახ განვადების განაცხადის შევსება შეგიძლიათ. დეტალური ინფორმაციის სანახავად საძიებოში ჩაწერეთ მოცემული ბმული https://goo.gl/Hpi6nS

თეა 10 დეკემბერი 2016

შევიძინე და ძალიან კმაყოფილი ვარ.მადლობა.

Deals.ge 12 დეკემბერი 2016

მოგესალმებით. გვიხარია, რომ კმაყოფილი ხართ

ნათია 30 ნოემბერი 2016

მაღაზიას რატო საყვედურობთ?ეგ ბანკთან უნდა გაარკვიოთ.ისე გირჩევთ ნაგდ ფულზე იყიდოთ.ძალიან გატუტუცდენ ეს ბანკები.

ნანა 21 ნოემბერი 2016

გტხოვტ სჰეზენა მინდა და როგორ სჰევიზინო

Deals.ge 21 ნოემბერი 2016

მოგესალმებით. პროდუქტის შეძენა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდან, სატელეფონო შეკვეთით, ან ჩვენთან ოფისში. ამასთან კერამიკული სავარცხლის შეძენამდე თქვენ შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს ოფისში და სცადოთ თმის გასწორება და მხოლოდ მოწონების შემთხვევაში შეიძინოთ პროდუქტი. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მოცემულ ტელეფონის ნომრებზე ( 995 32) 2 422 333, 599 433 226

ინგა პერტია 14 ნოემბერი 2016

მაინტერესებს 6 ტვიან განვადებაზე რამდენი მექნება გადასახდელიი,

Deals.ge 14 ნოემბერი 2016

მოგესალმებით. თითოეულ ბანკსა თუ ორგანიზაციას თავისი ინდივიდუალური განვადების პირობები აქვს, შესაბამისად ყოველთვიური გადასახადიც სხვადასხვა იქნება. ყოველთვიური გადასახადის გამოთვლა თითოეული ბანკისა თუ ორგანიზაციის შემთხვევაში თავად შეგიძლიათ. დააჭირეთ ღილაკ "0 % ონლაინ განვადებას" და თქვენ ამოგიგდებთ ფანჯარას ბანკებისა და მიკროსაფინანსოების ჩამონათვლით. მათ ზედა ნაწილში არის ონლაინ კალკულატორი, მონიშნეთ სასურველი პერიოდი და კალკულატორი იმ პერიოდზე თითოეული განვადების შემთხვევაში დაგითვლით ყოველთვიურ გადასახადს და ჯამურ თანხასაც. ამასთან გაითვალისწინეთ, რომ ბანკი რესპუბლიკა მომხმარებელს 3-6 თვემდე უპროცენტო განვადებას სთავაზობს.

ნანა 16 ოქტომბერი 2016

გამარჯობათ.დავუშვათ განვადების გარეშე რომ შევიძინო ეს სავარცხელი როგორ უნდა მოვიქცე.განვადების განაცხადის შევსება რომ არ მინდა.და მე ქუთაისში ვცხოვრობ და რამდენ ხანში ჩამოვა და სად შევძლებ აგებას?

Deals.ge 17 ოქტომბერი 2016

გამარჯობა. პროდუქტის შეძენა ხდება ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით - დააჭირეთ ღილაკ "ყიდვას" და შეავსეთ მოცემული ველები. თუკი არ ხართ ჩვენს საიტზე დარეგისტრირებული, თქვენ უნდა შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა, რის შემდეგ თქვენ გადახვალთ თქვენს კალათაში, სადაც შეგიძლიათ აირჩიოთ პროდუქტის რაოდენობა და გადახდის მეთოდები. ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე და ისე შეუკვეთოთ ( 995 32) 2 422 333, 599 433 226. პროდუქტს მიიღებთ შეძენიდან 1-2 დღეში. კურიერი მოგაწვდით თქვენს მიერ მითითებულ მისამარზე. მიწოდების ღირებულება დაახლოებით 8 ლარს შეადგენს


მომსახურებები
მიწოდება

თბილისში

  • უფასო შეკვეთის დღეს (12სთ-მდე მიღებული შეკვეთებისთვის). მიწოდება 16:00-22:00 პერიოდში

საქართველოს მასშტაბით

  • 1-3 სამუშაო დღის განმავლობაში 6 ლარიდან (მსხვილი ან წვრილი ტექნიკის მიწოდება ხორციელდება ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში. გთხოვთ, ფასი წინასწარ დააზუსტოთ ოპერატორთან)

დეტალურად მიწოდების შესახებ

 

 
ჩვენ შესახებ

ონლაინ მაღაზია Deals.ge

ა.წერეთლის 116, "დიდუბე პლაზა", ოფისი 202
2 422 333; 599 433 226
ორშ-პარ: 10-19 / შაბ: 11-17
Facebook