(+995 32) 2 422 333, 599 433 226
სამუშაო გრაფიკი: 10.00-19.00, შბ.- 11.00-17.00, კვ.- დასვენება
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

ინოვაციური აეროგრილი BREVA BO-H11, ექსკლუზიურად, ქართული უგემრიელესი რეცეპტების წიგნით, ქართული DVD დისკით და 2 წლიანი გარანტიით!

გაყიდვაშია

140 c / 99 c
თვეში 6.84 ლარი
პირობები

გაზიარება:


მსგავსი პროდუქცია
აღწერა

ექსკლუზიურად Deals.ge-ზე! ევროპული ბრენდის Breva-ს ინოვაციური აეროგრილი 2 წლიანი გარანტიით და მიწოდებით მთელი საქართველოს მასშტაბით! აეროგრილში შესაძლებელია მომზადდეს როგორც ქართული ტრადიციული კერძები, ასევე ევროპული კერძებიც.
საჩუქრად ქართული რეცეპტების წიგნი და DVD დისკი!

 

Breva-ს აეროგრილს საჩუქრად მოყვება რეცეპტების წიგნი და DVD დისკი ქართულ ენაზე. წიგნში არის 13 კერძის რეცეპტი, ხოლო DVD დისკზე 4 ვიდეო რეცეპტი ცნობილ ქართველ შეფ-მზარეულთან ერთად, რომელიც დაგეხმარებათ მოამზადოთ უგემრიელესი კერძები მთელი ოჯახისთვის.
მრავალფუნქციურობა
Breva-ს აეროგრილი გამოირჩევა მრვალაფუნქციურობით. მისი დახმარებით შესაძლებელია მოამზადოთ როგორც ქართული ტრადიციული კერძები, ასევე ევროპული კერძებიც. BREVA BO-H11-ით თქვენ მოამზადებთ უგემრიელეს შემწვარ ქათამს, სტეიკს, თევზს, მწვადს, ჩანახს, რატატუის, გამოაცხობთ კექს, პიცას და კიდევ ბევრ სხვა კერძს. აეროგრილის დამატებითი ფუნქციებია - პროდუქტის გალღობა, გამოშრობა, სტერილიზაცია.
ჯანსაღი საკვები
აეროგრილში საკვები მზადდება ზეთის დამატების გარეშე. აეროგრილში მომზადებულ საკვებში ნაკლებია ცხიმის, ქოლესტერინის, კანცეროგენისა და სხვა ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერებების შემცველობა. მოწყობილობაში საკვები თანაბრად მზადდება და ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს.
საკვების სწრაფი მომზადება
Breva-ს აეროგრილში საკვების მომზადება ბევრად მარტივი, მოსახერხებელი და სწრაფია. უბრალოდ აირჩიეთ მომზადების დრო, ტემპერატურის რეჟიმი და დაიწყეთ საყვარელი კერძის მომზადება. აეროგრილში საკვების მომზადებას 3 -ჯერ უფრო ნაკლები დრო სჭირდება, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს თქვენს დროსა და ენერგიას.
აქსესუარები
აეროგრილს კომპლექტაციაში უამრავი აქსესუარი მოყვება, რაც სხვადასხვა კერძის მომზადებაში დაგეხმარებათ. ამასთან, აეროგრილს კომპლექტაციაში ახლავს გამაფართოებელი რგოლი, რომლის დახმარებით, თქვენ აეროგრილის მოცულობის გაზრდა შეგიძლიათ დიდი რაოდენობის საკვების მოსამზადებლად.
მოხმარების სიმარტივე
აეროგრილს აქვს თვითწმენდის რეჟიმი Thaw Wash. ჩაასხით აეროგრილში ცოტაოდენი წყალი, სარეცხი საშუალება და ჩართეთ თვითწმენდის რეჟიმზე.
2 წლიანი გარანტია
პროდუქტზე ვრცელდება მწარმოებლის 2 წლიანი ოფიციალური გარანტია. საგარანტიო ტალონი გადმოგეცემათ Breva-ს აეროგრილთან ერთად.
BREVA BO-H11-ის ტექნიკური მახასიათებლები:
● მოცულობა: 20 ლიტრი
● სიმძლავრე: 1400 ვატია
● სამუშაო ძაბვა: 220 ვოლტი
● სიხშირე: 50 ჰერცი
● თერმოსტატი: 60-250 ˚C
● ტაიმერი: 0-60 წუთი
● გამაცხელებელი ელემენტის ტიპი: ჰალოგენური
● ფუნქციები: გამოცხობა, შეწვა, გრილი, ტოსტი, ბარბექიუ,
● გალღობა, გამოშრობა, სტერილიზაცია
● წონა: 6.5 კგ
● წონა შეფუთვაში: 8 კგ ფერი: თეთრი
კომპლექტაცია:
● მინის კონტეინერი
● შესაწვავი ლანგარი
● ნასვრეტებიანი მეტალის ლანგარი
● გისოსებიანი მაღალი სადგამი
● გისოსებიანი დაბალი სადგამი
● 4 ცალი შამფური
● მეტალის სალტე
● ამოსაღები მაშა
● თავსახურის დამჭერი გამოყენების ინსტრუქცია
საჩუქრები!
DVD დისკი ცნობილ ქართველ შეფ-მზარეულთან ერთად: (4 ვიდეო)
● რატატუი (ბოსტნეული)
● ქათამი
● სტეიკი
● კალმახი
რეცეპტების წიგნი ქართულად: (13 კერძის რეცეპტი)
● რატატუი (ბოსტნეული)
● ქათამი
● ღორის სტეიკი
● კალმახი
● რატატუი
● ჩანახი (ხბო)
● ქათმის მკერდი
● ქათმის ფრთები ცხარე სოუსით
● ქათმის ბარკლები (სულგუნის შიგთავსით)
● ქათამი თაფლით
● ქამა სოკო სულგუნით
● ღორის სტეიკი ბადრიჯნით
● ორაგული ალუმინის ფირფიტაში კალმახი თეთრი ღვინით

 

* მწარმოებელი იტოვებს უფლებას გაფრთხილების გარეშე შეიტანოს ცვლილებები პროდუქტის მახასიათებლებში, ფერში, კომპლექტაციასა და დიზაინში. მწარმოებლის მიერ შეტანილ ცვლიბებებზე მაღაზია პასუხისმგებლობას არ იღებს.

კომენტარები
ნინო 23 ივნისი 2016

ვცხოვრობ ქ.ოზურგეთში რა გირს კურიერის მომსახურება?

Deals.ge 23 ივნისი 2016

მოგესალმებით. ოზურგეთში აეროგრილის მიწოდების ღირებულება 8 ლარს შეადგენს.

ნინო 02 ივნისი 2016

საგარანტიო პირობებში თქვენს საიტზე წერია მხოლოდ ის რომ პროდუქციაზე ვრცელდება მომწოდებლის ოფიციალური გარანტია. საერთოდ გაუგებარია და არ არის მოცემული რაც მოიცავს მწარმოებლის გარანტია. გთხოვთ დაკონკრეტოთ(შესაძლებელია მწარმოებლის გარანტია არ იყოს სასურველი). და მეორე, აქ დაისვა კითხვა, გავიმეორებ; სად შეიძლება შევიძინოთ ჰალოგენი ამ აეროგრილისათვის? და ჩემთვისაც საინტერესო გახდა მწარმოებლის ინტერნეტ გვერდი, დაწერეთ გთხოვთ.

Deals.ge 02 ივნისი 2016

მოგესალმებით. საგარანტიო პირობების სანახავად საძიებოში ჩაწერეთ მოცემული ბმული http://goo.gl/wJ46Oj . ეს კი BREVA-ს ოფიციალური საიტი http://goo.gl/vCcuFE , იმისთვის რომ საიტს ეწვიოთ საძიებოში ჩაწერეთ მოცემული ბმული. ჰალოგენის შეცვლა და ყიდვა შესაძლებელია ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ( 995 32) 2 422 333, 599 433 226

ნიკა 01 ივნისი 2016

გარანტია ჰალოგენზეც ვრცელდება? სად შეიძლება შევიძინო შესაცვლელად ჰალოგენი თუ მასზე გარანტია არ ვრცელდება ან/და საერთოდ თუ ჩემი მიზეზით დაზიანდა (არა მგონია ამ შემთხვევაში თქვენმა გარანტიამ იმუშაოს) და თუ მინდა შევიძინო ჰალოგენი. იყიდება კი მისი ჰალოგენი საქართველოში ან/და სადმე? თუ კი მიუთითეთ - სად. და კიდევ - გთხოვთ დაწეროთ მწარმოებლის საიტი (მე ვერ ვიპოვე ევროპაში ამ სახელით ... )

Deals.ge 01 ივნისი 2016

მოგესალმებით. ბატონო ნიკა სურვილის შემთხვევაში ჰალოგენის შეძენა ჩვენთან შეგიძლიათ. ეს კი Breva-ს ოფიციალური საიტია http://goo.gl/aTyVLh

Deals.ge 01 ივნისი 2016

მოგესალმებით. გარანტია ჰალოგენზეც ვრცელდება. გამაცხელებელი ელემენტი ცალკე გაყიდვაში არ გვაქვს, თუმცა საგარანტიო პირობების თანახმად ჩვენ მისი გამოცვლა შეგვიძლია. საგარანტიო პირობების სანახავად თქვენ შეგიძლიათ საძიებოში ჩაწეროთ მოცემული ბმული http://goo.gl/Ap8fIM.

თეა 28 მაისი 2016

გამარჯობათ თვითწმენდის რეჯიმი ვერ ვნახე როგორ გავრეცხო ხო ვერ მეტყვით ბრევია მაქვს

Deals.ge 28 მაისი 2016

მოგესალმებით. Thaw Wash აწერია თვითწმენდის რეჟიმს

ნესტანი 20 მაისი 2016

ცხალტუბოში ვცხოვრობ და მინდა შევიძინო რა თანხა დააემატება მომსახურების

Deals.ge 20 მაისი 2016

მოგესალმბეით. წყალტუბოში აეროგრილის მიწოდების ღირებულება დაახლოებით 10 ლარს შეადგენს.

ინგა 15 მაისი 2016

ვცხოვრობ ქ.სამტრედია...რა გირს კურიერის მომსახურება?

Deals.ge 15 მაისი 2016

მოგესალმებით. აეროგრილის სამტრედიაში მიწოდება დაახლოებით 10 ლარი ღირს.

მარიამი 04 მაისი 2016

მე მინდა განვადებიტ 6ტვიტ და რამდენიი იკნება ტვიური დადასახადი

Deals.ge 04 მაისი 2016

მოგესალმებით. ყოველთვიური გადასახადი და პროდუქტის საერთო ღირებულება თითოეული ტიპის განვადების შემთხვევაში სხვადასხვანაირი იქნება. ამასთან ეს დამოკიდებულია განვადების პერიოდზეც. ყოველთვიური გადასახადის გამოთვლა თავად შეგიძლიათ - ჩვენს საიტზე ფუნქციონირებს ონლაინ კალკულატორი, რომელიც დაგეხმარებათ გამოთვალოთ ყოველთვიური გადასახადი და პროდუქტის საერთო ღირებულება. კალკულატორის სანახავად დააჭირეთ ღილაკ "0 ონლაინ განვადებას" , თქვენ ამოგიგდებთ ფანჯარას ბანკებისა და მიკროსაფინსოების ჩამონათვალს. ზედა ნაწილში არის კალკულატორი მინიშნეთ განვადების პერიოდი და კალკულატორი თითოეული ტიპის განვადებისთვის დაგითვლით გადასახადს.

ნინო 23 აპრილი 2016

კარტოპილი თუ შეგიწვავთ ამ აპარატში და როგორ?

Deals.ge 23 აპრილი 2016

გამარჯობა. კარტოფილის შეწვა აეროგრილში შესაძლებელია. ჩაწერეთ youtube-ში как запечь картошку в аэрогриле ან how to bake potatoes in halogen oven და უამრავ ვიდეოს ამოგიგდებთ, თუ როგორ მოამზადოთ კარტოფილი აეროგრილში.

მარი 12 აპრილი 2016

შავი ფერი არ გაქვთ?

Deals.ge 12 აპრილი 2016

BREVA-ს აეროგრილი მხოლოდ თეთრი ფერისაა

ელისო 04 აპრილი 2016

აეროგრილის გამაცხელებელი ხომ ჰალოგენზეა. შეკითხვა მაქვს.'რამდენად გამძლეა მისი ჰალოგენი და და რომც არ გამოვიყენოთ ეს ნივთი მაინც საჭიროებს ჰალოგენი გამოცვლას? მე ადღე მინდოდა შეძენა და ასე მითხრეს რომ კიდევაც რომ არ გამოიყენოთ აეროგრილი გარკვეული დროის შემდეგ ჰალოგენს მაინც სჭირდება გამოცვლაო. მიპასუხეთ გთხოვთ. შეძენა მინდა და ვერ გადამიცყვეტია.

Deals.ge 04 აპრილი 2016

მოგესალმებით. BREVA-ს აეროგრილს 2 წლიანი გარანტია აქვს, თუმცა ამ აეროგრილზე, მათ შორის გამაცხელებელ ელემენტზე პრობლემა არ გვქონია.


მომსახურებები
მიწოდება

თბილისში

  • უფასო იმავე დღეს (12სთ-მდე მიღებული შეკვეთებისთვის). მიწოდება 16:00-22:00 პერიოდში

საქართველოს მასშტაბით

  • 1-3 სამუშაო დღის განმავლობაში 6 ლარიდან (მსხვილი ან წვრილი ტექნიკის მიწოდება ხორციელდება ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში. გთხოვთ, ფასი წინასწარ დააზუსტოთ ოპერატორთან)

დეტალურად მიწოდების შესახებ

 

 
ჩვენ შესახებ

ონლაინ მაღაზია Deals.ge

თბილისი, ა. წერეთლის 116, "დიდუბე პლაზა", ოფისი 202
2 422 333; 599 433 226
ორშ-პარ: 10-19 / შაბ: 11-17
Facebook