(+995 32) 2 422 333, 599 433 226
სამუშაო გრაფიკი: 10.00-19.00, შბ.- 11.00-17.00, კვ.- დასვენება
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

საკერავი მანქანა BROTHER MS-60 გარანტიით და მიწოდებით მთელი საქართველოს მასშტაბით!

გაყიდვაშია

795 c
თვეში 41.32 ლარი
პირობები

გაზიარება:
მსგავსი პროდუქცია
აღწერა

შეთავაზებაშია: საკერავი მანქანა BROTHER MS-60 გარანტიით და მიწოდებით მთელი საქართველოს მასშტაბით! მანქანა არის კომპიუტერიზებული, მიკროპროცესორული კონტროლით და ის  შესაძლებლობას იძლევა გაზარდოს თქვენი კერვითი უნარები. მანქანას აქვს სპეციალიური ჩარჩო, რომელშიც თქვენთვის საყვარელი ფოტოს მოთავსება არის შესასძლებელი. აღნიშნულ მოდელს აქვს ფართო სპექტრი ხაზების, ის ახორციელებს 60 ბიზნეს ოპერაციას:  ნაქსოვი ნაწარმი, ტრიკოტაჟი, ე.წ. ოვერლოკი, გაფორმება/დეკორაციები. მთლიანი ინფორმაცია წარმოდგნილია მანქანის LCD ეკრანზე.ის მარტივად უმკლავდება ნებისმიერი სისქის და ტიპის ქსოვილს, დაწყებული აბრეშუმით და დამთავრებული ჯინსით. მანქანა უზრუნველყოფს თქვენი შემოქმედებითი ხედვის რეალიზებას. მას აქვს ჰორიზონტალუტი მაქო, 7 სახეობის „პეტლის“ ავტომატურ რეჟიმში გაკეთების ფუნქცია, „თავისუფალი ხელის“ ფუნქცია. „თავისუფალი ხელის“ ფუნქცია უმკლავდება ვიწრო ნაწილებს, ისეთს, როგორებიცაა შარვლის ტოტები, მკლავები. შესაძლებელია გვირისტის სიგრძისა და ზიგზაგის სიგანის რეგულირება. საკერავ მანქანას აქვს ცვლადი სიჩქარის რეჟიმები. სამუშაო არეალში მანქანას აქვს LED განათება. მის მახასიათებლებშია ორმაგი ნემსი - 2 სხვადასხვა ფერის ძაფით კერვისთვის,  ძაფის ავტომატურად განთავსება ნემსში, ნემსის პოზიციის კონტროლი. რელსის გადამყვანი შესაძლებლობას იძლევა დარეგულირდეს დანადგარი სხვადასხვა სახისა და სისქის ქსოვილის შესაბამისად, ამისთვის კი მანქანას აქვს 6 სეგმენტი.  საკერავს აქვს კოჭის უსწრაფესად დახვევის ფუნქცია, Twin ნემსი, მოსახსნელი განყოფილება აქსესუარების შესანახად, სახრახნისი, მარყუჟის დამხვევი, ღილების მისაკერებელი ფეხი, ელვაშესაკრავის ჩასაკერებელი ფეხი, ღერძი კოჭის განსათავსებლად, დასაკემსი ფირფიტა, ქინძისთავი, ნემსების ნაკრები, უნივერსალური ნემსების ნაკრები, სტანდარტული ფეხის პედალი და ინსტრუქცია.

შეთავაზებაში შედის:

  • საკერავი მანქანა BROTHER MS-60 
  • 1 წლიანი ოფიციალური გარანტია
  • 2-5 დღიანი ფასიანი მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით

ტექნიკური მახასიათებლები:

  • ბრენდი: Brother
  • მოდელი: MS-60
  • 60 ოპერაცია
  • ნაკერების სახეობები: ნაქსოვი ნაწარმი, ტრიკოტაჟი, ე.წ. ოვერლოკი, გაფორმება/დეკორაციები, ფარული ნაკერი, ნაქარგები, კემსივის ეფექტი და ა. შ
  • ნებისმიერი ტიპის და სისქის ქსოვილთან თავსებადი
  • გვირისტის სიგრძის რეგულირება
  • ზიგზაგის სიგანის რეგულირება
  • LED განათება
  • ორმაგი ნემსი
  • ჰორიზონტალური მაქო
  • ავტომატური მარყუჟი
  • „პეტლის“ სახეობები: 7
  • ცვლადი სიჩქარის რეჟიმები
  • რელსის 6 სეგმენტი
  • ძაფის ავტომატურად განთავსება ნემსში
  • ნემსის პოზიციის კონტროლი
  • „თავისუფალი ხელის“ ფუნქცია
  • კოჭის უსწრაფესად დახვევის ფუნქცია
  • რელსის გადამყვანი
  • ფერი: თეთრი

კომპლექტაცია:

  • სტანდარტული ფეხის პედალი
  • უნივერსალური ნემსების ნაკრები
  • ელვაშესაკრავის ჩასაკერებელი ფეხი
  • ღერძი კოჭის განსათავსებლად
  • მოსახსნელი განყოფილება აქსესუარების შესანახად
  • დასაკემსი ფირფიტა
  • ინსტრუქცია
* მწარმოებელი იტოვებს უფლებას გაფრთხილების გარეშე შეიტანოს ცვლილებები პროდუქტის მახასიათებლებში, ფერში, კომპლექტაციასა და დიზაინში. მწარმოებლის მიერ შეტანილ ცვლიბებებზე მაღაზია პასუხისმგებლობას არ იღებს.

კომენტარები
თამარი 16 აპრილი 2017

გამოვიწერე ონლაინ განვადება დამტკიცების შემთხვევაში, მცხეთაში ადგილზე მოტანისას რამდენის გადახდა დამჭირდება

Deals.ge 18 აპრილი 2017

მოგესალმებით. დაახლოებით 12-17 ლარამდე. უფრო ზუსტი ინფორმაციისთვის მიმართეთ ჩვენს ქოლ-ცენტრს ( 995 32) 2 422 333, 599 433 226

თამარი 12 აპრილი 2016

გული დამწყვიტა ფასის ცვლილებამ.როდის დაბრუნდება ძველი ფასი???თუ მალე დაგელოდებით.

Deals.ge 12 აპრილი 2016

მოგესალმებით. სამწუხაროდ ამ ეტაპზე ეს ფასი შეუნარჩუნდება. თვალი ადევნეთ ჩვენს საიტს და ფასის შეცვლისთანავე ეს საიტზე აისახება

თამარი 11 აპრილი 2016

მაინტერესებს რამდენს იწონის? ყიდვამდე თუ შეიძლება ვნახო?და ყიდვის შემთხვევსში ზუსთად ეს მოდელი იქნება ეს ფერი?

Deals.ge 11 აპრილი 2016

მოგესალმებით. საკერავი მანქანის წონა დაახლოებით 5 კგ-ია. საკერავი მანქანა საიტზე არსებული სურათის შესაბამისია. სამწუხაროდ საკერავი მანქანის ნახვა შესაძლებელი არ არის, რადგან ჩვენ ვართ ინტერნეტ მაღაზია და პროდუქცია ადგილზე წარმოდგენილი არ გვაქვს.

ირმა 26 მარტი 2016

მოგესალმებით მანქანის ნაწილები პლასმასია თუ რკინა

Deals.ge 28 მარტი 2016

მოგესალმებით. კონკრეტულად რომელ ნაწილზე გაინტერესებთ ?

ნესი 04 მარტი 2016

ძალიან მინდა ამ მანქანის შეძენა განვადებით .რესპუბლიკა ბანკში ერთწლიანი განვადებით.მაინტერესებს საბოლოოდ რამდენი დამიჯდება ეს მანქანა და როგორ გავაკეთო ონლაინ განვადება

Deals.ge 04 მარტი 2016

მოგესალმებით. ონალინ განვადება კეთდება ჩვენი საიტის საშუალებით. ამისთვის უნდა დააჭიროთ ღილაკ " 0% ონლაინ განვადება"-ს და თქვენ ამოგიგდებთ ფანჯარას ბანკების, მიკროსაფინანსოების ჩამანათვლით თავისი განაცხადის ფორმებით. აირჩიეთ შესაბამისი ბანკი და შეავსეთ განაცხადი. რაც შეეხება ყოველთვიურ გადასახადსა და პროდუქტის საერთო ღირებულებას, იმავე ფანჯარაში ბანკების ჩამონათვლის ზევით არის ონლაინ კალკულატორი, აირჩიეთ შესაბამისი პერიოდი და კალკულატორი დაგითვლით ყოველთვიურ გადასახადსა და პროდუქტის საერთო ღირებულებას თითოეული ბანკის შემთხვევაში.

ნესი 03 მარტი 2016

ამ მანქანის ვატობა მაინტერესებს.და განვადებით რომ შევიძინოთ რესპუკა ბანკში რამდენით გაძვირდება ?

Deals.ge 04 მარტი 2016

მოგესალმებით. საკერავი მანქანის სიმძლავრე 40 W-ია. რესპუბლიკა ბანკის შემთხვევაში განვადება უპროცენტოა, 6 თვეზე მეტი პერიოდის შემთხვევაში ემატება მხოლოდ საკომისიო, რომელსაც პროდუქტის შეძენისას იხდით, ხოლო პროდუქტის ღირებულება იყოფა თვეების რაოდენობაზე.

თამრიკო 20 თებერვალი 2016

სადაურია?

Deals.ge 20 თებერვალი 2016

BROTHER-ი იაპონური ბრენდია

მომსახურებები
მიწოდება

თბილისში

  • უფასო შეკვეთის დღეს (12სთ-მდე მიღებული შეკვეთებისთვის). მიწოდება 16:00-22:00 პერიოდში

საქართველოს მასშტაბით

  • 1-3 სამუშაო დღის განმავლობაში 6 ლარიდან (მსხვილი ან წვრილი ტექნიკის მიწოდება ხორციელდება ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში. გთხოვთ, ფასი წინასწარ დააზუსტოთ ოპერატორთან)

დეტალურად მიწოდების შესახებ

 

 
ჩვენ შესახებ

ონლაინ მაღაზია Deals.ge

ა.წერეთლის 116, "დიდუბე პლაზა", ოფისი 202
2 422 333; 599 433 226
ორშ-პარ: 10-19 / შაბ: 11-17
Facebook