(+995 32) 2 422 333, 599 433 226
სამუშაო გრაფიკი: 10.00-19.00, შბ.- 11.00-17.00, კვ.- დასვენება
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

მიწოდების პირობები

ინტერნეტ მაღაზია DEALS.GE გთავაზობთ პროდუქტის მიწოდებას საქართველოს მასშტაბით. მიწოდების ღირებულება განისაზღვრება ნივთის წონის, ზომისა და მიწოდების ადგილის მიხედვით.

ტრანსპორტირებისა და პროდუქტის ღირებულების გადახდა შესაძლებელია კურიერთან ნივთის მიწოდებისას.

➤ თბილისში პროდუქციის მიწოდება შეკვეთის დღეს (12 სთ-მდე მიღებული შეკვეთების)

➤ რეგიონებში პროდუქციის მიწოდება მეორე სამუშაო დღეს (მაქსიმუმ 2 სამუშაო დღე)

მიწოდების სერვისი თბილისის მასშტაბით

მიწოდება თბილისის მასშტაბით უფასოა.

12 სთ-მდე მიღებული შეკვეთები მიეწოდება იმავე დღეს.  მიწოდება 16:00-22:00 პერიოდში

წვრილი ტექნიკა:

➤ მიწოდება ნებისმიერ სართულზე არის უფასო.

მსხვილი ტექნიკა:

➤ ლიფტის გამართულად მუშაობისა და მასში ნივთის თავისუფლად მოთავსების შემთხვევაში ნებისმიერ სართულზე მიწოდება უფასოა

➤ ლიფტის არარსებობის, მისი გაუმართაობის ან იმ შემთხვევაში, თუ ლიფტის შესასვლელი არის მე-2 სართულზე, ნივთის ატანა არის ფასიანი. პროდუქტის სართულებზე მიწოდების ღირებულება ინდივიდუალურად განიხილება ((+995 32) 2 422 333, 599 433 226)

დასახლებები, სადაც მიწოდება ფასიანია:

    • ვაზიანი - 10 ლარი

    • წავკისი - 10 ლარი

    • წყნეთი - 10 ლარი

    • კოჯორი - 10 ლარი

პროდუქტის მაღაზიიდან გატანა

სურვილის შემთხვევაში მომხმარებელს პროდუქტის გატანა მაღაზიიდან თავად შეუძლია. ნივთის გატანამდე აუცილებელია, წინასწარ გაფორმდეს შეკვეთა და გაფრთხილდეს ოპერატორი, რათა ნივთი ადგილზე დაგხვდეთ.

ნივთის გატანა შესაძლებელია  შემდეგ მისამართზე: ა. წერეთლის 116, დიდუბე პლაზა, ოფისი 202 (იხ. რუკა)

მიწოდება საქართველოს მასშტაბით

ნივთის მიწოდების ღირებულება რეგიონებში განისაზღვრება ნივთის წონის, ზომისა და მიწოდების ადგილის მიხედვით.

ტრანსპორტირებისა და პროდუქტის ღირებულების გადახდა შესაძლებელია კურიერთან ნივთის მიწოდებისას.

ტარიფები:

 

წონა

ტარიფი

მიწოდების ხანგრძლივობა

1 კგ-მდე (მობილური ტელეფონის აქსესუარები, მეხსიერების ბარათები)

4 ლარი

1-2 სამუშაო დღე

1,1-5 კგ-მდე (მობილური, ტაბლეტი, წვერსაპარსი, ეპილატორი, ელ. ჩაიდანი)

6 ლარი

1-2 სამუშაო დღე

5,1-10 კგ-მდე (აეროგრილი, მულტსახარში, კუთხსახეხი, ტაფები, ქვაბები,მტვერსასრუტი)-მდე

8 ლარი

1-2 სამუშაო დღე

10,1-15 კგ-მდე (გაზონის საკრეჭი, წნევით სარეცხი აპარატი,საკერავი მანქანა)

11 ლარი

1-2 სამუშაო დღე

15,1-20 კგ-მდე (მიკროტალღური ღუმელი, გასაბერი აუზი)

12 ლარი

1-2 სამუშაო დღე

20,1-25 კგ-მდე (ელექტრო ღუმელი, მრავალფუნქციური მოწყობილობები, ტელევიზორი)

13 ლარი

1-2 სამუშაო დღე

25,1-30 კგ-მდე (დიდი ზომის ტელევიზორები, ჩასაშენებელი ღუმელი)

18 ლარი

1-2 სამუშაო დღე

30,1-50 კგ-მდე (ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ცენტრალური გათბობის ქვაბი)

23 ლარი

1-2 სამუშაო დღე

50,1-75 კგ-მდე (კონდინციონერი, სარეცხის მანქანა, გაზქურა)

27 ლარი

1-2 სამუშაო დღე

75,1-100 კგ-მდე

40 ლარი

1-2 სამუშაო დღე

101-150 კგ-მდე

55 ლარი

1-2 სამუშაო დღე

151-200 კგ-მდე (მაცივარი)

70 ლარი

1-2 სამუშაო დღე

201-250 კგ-მდე

75 ლარი

1-2 სამუშაო დღე

251-300 კგ-მდე (დიდი ზომის ინკუბატორი)

80 ლარი

1-2 სამუშაო დღე

 

რას უნდა მიაქციოს ყურადღება მომხმარებელმა პროდუქტის მიღება-ჩაბარებისას?

➤ შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელმა აუცილებელია, სწორად მიუთითოს პროდუქტის მიწოდების მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. ცვლილებების შეტანის შემთხვევაში აუცილებელია, ამის შესახებ ეცნობოს მაღაზიას.

➤ პროდუქტის მიღება-ჩაბარების დროს (კურიერთან ან ოფისში) მომხმარებელმა აუცილებელია, ვიზუალურად შეამოწმოს პროდუქტი, თუ რამდენად ემთხვევა საიტზე არსებულ ფოტოს, დაათვალიეროს მექანიკურ დაზიანებებსა და სხვა დეფექტებზე. ასევე, აუცილებელია, კომპლექტაციის შემოწმებაც. გაითვალისწინეთ, რომ კომპანია არ იბრუნებს და არ ცვლის ნივთს იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა პროდუქტის მიღება-ჩაბარების დროს არასათანადოდ შეამოწმა ნივთი.

➤ პროდუქტის მიღება-ჩაბარების დროს მომხმარებელი უნდა დარწმუნდეს, რომ კურიერმა გადასცა ყველა აუცილებელი საბუთი - საგარანტიო ფურცელი და ჩეკი. აღნიშნული საბუთების შენახვა აუცილებელია ნივთის საგარანტიო ვადების გასვლამდე. აღსანიშნავია, რომ საგარანტიო ფურცლის დაკარგვის, დაზიანებისა და არასწორად შევსების შემთხვევაში, ნივთი არ ექვემდებარება საგარანტიო მომსახურებას. (იხ. საგარანტიო პირობები)

➤ იმ შემთხვევაში, თუ ნივთს აღენიშნება მექანიკური დაზიანება, არ ემთხვევა საიტზე არსებულ ფოტოს, არ აქვს სრული კომპლექტაცია ან მომხმარებელს არ გადაეცა საგარანტიო ფურცელი და ჩეკი, მომხმარებელს შეუძლია, უარი განაცხადოს პროდუქტის ჩაბარებაზე.

➤ პროდუქტის ჩართვასა და მუშაობის შემოწმებას ახდენს მომხმარებელი კურიერისგან დამოუკიდებლად. ტექნიკის ჩართვამდე აუცილებელია, გაეცნოთ პროდუქტის ინსტრუქციასა და საექსპლუატაციო პირობებს. ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს ინტერნეტ მაღაზიას. (იხ. საგარანტიო პირობები)