(+995 32) 2 422 333, 599 433 226
სამუშაო გრაფიკი: 10.00-19.00, შბ.- 11.00-17.00, კვ.- დასვენება
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევიძინო?

ონლაინ მაღაზია Deals.ge პროდუქციის შესაძენად სხვადასხვა სახის უმარტივეს პროცედურას გთავაზობთ:

შესაძლებელია შეძენა როგორც ვებგვერდის საშუალებით, ისე სატელეფონო შეკვეთით. სატელეფონო შეკვეთის განსახორციელებლად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის ცხელ ხაზზე: 2 422 333. ამასთან, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს მაღაზიაშიც, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ა. წერეთლის 116, დიდუბე პლაზა, ოფისი 202 და ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით შეიძინოთ თქვენთვის სასურველი ნივთი.

შეკვეთის მეთოდები:

1. ონლაინ შეძენა (Visa/MasterCard, Amex, TBC Pay/ExpressPay):

  • თუკი გადაწყვიტეთ სასურველი ნივთის Deals.ge-ს ონლაინ მაღაზიაში შეძენა, დაგჭირდებათ მარტივი რეგისტრაცია ვებგვერდზე Deals.ge ან ავტორიცაზია საკუთარი ფეისბუქ-გვერდის საშუალებით.
  • რეგისტრაციის/ავტორიცაზიის შემდეგ, შეარჩიეთ სასურველი პროდუქტი და მოათავსეთ კალათში.
  • პროდუქტის/ების კალათში მოგროვების შემდეგ,  შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ გადახდის რამდენიმე მეთოდით:
    • პლასტიკური ბარათით (Visa, MasterCard, American Express)
    • გადახდა ბალანსით (Express Pay ან TBC Pay-ს მეშვეობით, ბალანსის შევსებით)
    • ონლაინ განვადებით შეძენა
    • ვებგვერდზე ანგარიშსწორებით შეძენა შესაძლებელია რეგიონებიდანაც. ამ შემთხვევაში, სასურველია, დაგვირეკოთ და ოპერატორთან წინასწარ შეათანხმოთ პროდუქტის წონა და ტრანსპორტირების ღირებულება.

2. სატელეფონო შეკვეთა (ტელეფონით, კურიერთან გადახდით):

  • სატელეფონო შეკვეთის შემთხვევაში საჭირო არ არის საიტზე რეგისტრაცია.
  • პირველ რიგში, ვებგვერდზე შეარჩიეთ სასურველი პროდუქცია. ამის შემდეგ, დაგვიკავშირდით საიტზე მითითებულ ნომერზე 032 422 333 და ოპერატორს მისცეთ შეკვეთა თქვენთვის სასურველ ნივთზე.
  • ან დააჭირეთ ღილაკს შეკვეთა „ტელეფონით“ და ჩაწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი, რომელზეც ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ და დაგეხმარებათ შეკვეთის განხორციელებაში. 

3. სწრაფი შეკვეთა (ონლაინ, პროდუქტის გვერდიდან, კურიერთან გადახდით): 

  • სწრაფი შეკვეთის შემთხვევაში საჭირო არ არის საიტზე რეგისტრაცია.
  • პირველ რიგში, ვებგვერდზე შეარჩიეთ სასურველი პროდუქცია. ამის შემდეგ, დააჭირეთ "სწრაფი შეკვეთის" ბმულს "ყიდვა" ღილაკის ქვემოთ.
  • შეავსეთ მოცემული ველები და დაელოდეთ ჩვენი ოპერატორის ზარს. 

4. ონლაინ განვადებით შეძენა (ოფისიდან, ონლაინ):

  • საიტზე მოქმედებს როგორც ლიბერთი ბანკის და რესპუბლიკა ბანკის ონლაინ განვადების, ასევე Deals.ge-ს შიდა განვადების სისტემა.
  • საიტზე ასევე შესაძლებელია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი+-ის ონლაინ განვადებით სარგებლობა.
  • შესაძლებელია საიტიდან განვადების ონლაინ განაცხადის შევსება.
  • რესპუბლიკა ბანკის შემთხვევაში შესაძლებელია განაცხადის მაღაზიაში შევსებაც, განვადების მენეჯერთან ერთად.
  • განვადების განაცხადის შევსება შესაძლებელია, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებიდანაც.
  • რეგიონებში ლიბერთი  ბანკის განვადება ივსება მხოლოდ ონლაინ, ხოლო რესპუბლიკა ბანკის განვადების აპლიკაცია ივსება ჩვენს მიერ მითითებულ რესპუბლიკა ბანკის ფილიალში.

საბანკო განვადების პირობები დეტალურად იხილეთ ბმულზე.

5. არასაბანკო შიდა განვადება (მხოლოდ თბილისი, სახლიდან გაუსვლელად):

კომპანია Deals.ge გთავაზობთ კომპანიის შიდა განვადებას უპრეცედენტო პირობებით:

  • შიდა განვადებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ თბილისის;
  • შიდა განვადების ხანგრძლივობა:  2 - 12 თვემდე;
  • შიდა განვადება მოქმედებს 18 წლიდან (18-21 წელზე სავალდებულო იქნება თავდების მითითება);
  • 500 ლარამდე ღირებულების პროდუქტზე წინასწარი შესატანის გარეშე;
  • შემოსავლების დადასტურების გარეშე;

შიდა განვადების პირობები დეტალურად იხილეთ ბმულზე.

6. ოფისში შეძენა (ნაღდი, Visa/MasterCard/Amex):

  • იმისათვის, რომ სასურველი პროდუქცია შეიძინოთ მაღაზიაში, შეგიძლიათ მობრძანდეთ მისამართზე: თბილისი, ა. წერეთლის 116, დიდუბე პლაზა, ოფისი 202, 0119
  • მაღაზიაში შეძენა შესაძლებელია როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით, შიდა განვადებით და საბანკო განვადებით.