(+995 32) 2 422 333, 599 433 226
სამუშაო გრაფიკი: 10.00-19.00, შბ.- 11.00-17.00, კვ.- დასვენება
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

ხშირად დასმული შეკითხვები

1. როგორ შევიძინო პროდუქტი? 

სასურველი პროდუქტის შესაძენად გაიარეთ რეგისტრაცია და გადადით შერჩეული ნივთის დეტალებზე. გთავაზობთ შეძენის რამოდენიმე ალტერნატივას:

ა. თუ თქვენ დააჭერთ ღილაკს "შეკვეთა ტელეფონით", შეგიძლიათ დარეკოთ გააქტიურებულ ფანჯარაში მითითებულ ნომერზე და შეუკვეთოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი, ან სპეციალურად გამოყოფილ ველში მიუთითოთ თქვენი ტელეფონის ნომერი, რომელზეც ოპერატორი თავად დაგიკავშირდებათ. (შეძენის აღნიშნული ალტერნატივა მოქმედებს მხოლოდ კომპანია "Deals.ge"ს სამუშაო საათების განმავლობაში)

ბ. "შეძენა". აირჩიეთ გადახდის თქვენთვის მოსახერხებელი ფორმა: გადახდა პლასტიკური ბარათით ან გადახდა ბალანსიდან.

გ. თუ თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტის/პროდუქტების ჯამური ღირებულება კალათში 80 ლარი ან მეტია, შეგიძლიათ ისარგებლოთ განვადებით - ამისათვის უნდა დააჭიროთ ღილაკს "განვადებით შეძენა", აირჩიოთ სასურველი ბანკი (ლიბერთი ბანკი ან ბანკი რესპუბლიკა) და შეავსოთ განვადების ონლაინ განაცხადი.

შენიშვნა: შეგიძლიათ განვადებით შესაძენი პროდუქციის თანხას ტრანსპორტირების ღირებულებაც დაუმატოთ და მიიღოთ განვადება მთლიან თანხაზე.

ბალანსზე საკმარისი თანხის არსებობის შემთხვევაში, ღილაკზე "გადახდა ბალანსიდან" დაჭერის შემდეგ გამოჩნდება შეტყობინება "გადახდა განხორციელდა წარმატებით" და SMS-ით (ასევე ელ-ფოსტაზე) გამოგეგზავნებათ კოდი, რომლითაც შემდგომში შეძლებთ პროდუქციის ან მომსახურების მიღებას.

პლასტიკური ბარათით გადახდის არჩევის შემთხვევაში შესაბამის ველებში შეიყვანეთ გადახდის პარამეტრები და დააჭირეთ ღილაკს "გადახდა". ტრანზაქციის დასრულების შემდეგ SMS-ით (ასევე ელ-ფოსტაზე) მიიღებთ კოდს, რომლითაც შეძლებთ პროდუქციის ან მომსახურების მიღებას.

 

დეტალური ინფორმაციისთვის: როგორ შევიძინო პროდუქტი?

 

2. როგორ შევავსო ბალანსი Deals.ge-ზე?

ბალანსის შევსება შესაძლებელია Express Pay-ს და TBC Pay-ს სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან. დარეგისტრირების შემდეგ მომხმარებელს მიენიჭება უნიკალური ნომერი, რომელიც უნდა შეიყვანოთ სწრაფი ჩარიცხვის აპარატში და თქვენი მონაცემების გამოჩენის შედეგ ჩარიცხოთ სასურველი თანხა ბალანსზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის: http://deals.ge/help/howtopay.pdf

3. რომელი პლასტიკური ბარათით შემიძლია გადახდა Deals.ge-ზე?

Deals.ge-ზე გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის (Visa, MasterCard, American Express) ბარათით.

4. როგორ შევავსო განვადების განაცხადი?

ყველა ტიპის განვადების განაცხადი ივსება ონლაინ რეჟიმში. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი, დააჭირეთ ღილაკს „დეტალურად“, შემდეგ ღილაკს „0% ონლაინ განვადება“ (მოცემულია პროდუქტის სურათის გვერდით). გააქტიურებულ ფანჯარაში გამოჩნდება ბანკ რესპუბლიკასა და ლიბერთი ბანკის ლოგოები. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ბანკი და მიჰყევით ინსტრუქციას. „შიდა განვადების“ ონლაინ განაცხადის ფორმა მოცემულია პროდუქტის სურათის გვერდით.

დეტალური ინფორმაციისათივს ეწვიეთ ბმულს: http://deals.ge/page/loan-types

5. რას ნიშნავს შიდა განვადება?

Deals.ge გთავაზობთ კომპანიის შიდა განვადებას.

დამტკიცების საკომისიო და პროცენტი დამოკიდებულია პროდუქტის ღირებულებასა და თქვენს მიერ არჩეული განვადებიის თვეების რაოდენობაზე. ზუსტი ყოველთვიური დასაფარი თანხის გაგება შეგიძლიათ ინდივიდუალურად პროდუქტის გვერდზე ჩვენი კალკულატორის მეშვეობით. დეტალური ინფორმაციისათივს ეწვიეთ ბმულს: http://deals.ge/page/loan-types

6. როდის მეცოდინება პასუხი განვადებაზე?

თქვენს განაცხადზე პასუხს მიიღებთ 24 სამუშაო საათის განმავლობაში. თუ ამ ხნის განმავლობაში არ მიგიღიათ შეტყობინება ან არ დაგკავშირებით ჩვენი განვადების მენეჯერი, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: 2422333

7. როგორ მივიღო შეძენელი პროდუქტი?

ინტერნეტ მაღაზია DEALS.GE გთავაზობთ პროდუქტის მიწოდებას საქართველოს მასშტაბით. მიწოდების ღირებულება განისაზღვრება ნივთის წონის, ზომისა და მიწოდების ადგილის მიხედვით.

ტრანსპორტირებისა და პროდუქტის ღირებულების გადახდა შესაძლებელია კურიერთან ნივთის მიწოდებისას.

➤ თბილისში პროდუქციის მიწოდება შეკვეთის დღეს (12 სთ-მდე მიღებული შეკვეთების)

➤ რეგიონებში პროდუქციის მიწოდება მეორე სამუშაო დღეს (მაქსიმუმ 2 სამუშაო დღე)

კომპანია Deals.ge-ში შეძენილი ნივთის მიღება შესაძლებელია თქვენთვის სასურველ მისამართზე. მიწოდების პირობების გასაცნობად, გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ბმულს: http://deals.ge/page/shipping

8. შევიძინე და არავინ დამიკავშირდა.

თუ შეკვეთიდან 45 წუთის განმავლობაში არ დაგიკავშირდათ ჩვენი ოპერატორი, გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს გამოიწვია ტექნიკურმა ხარვეზმა და დაგვიკავშირდით საიტზე მითითებულ ნომერზე (032  2 422 333).

9. როგორი გარანტია მოქმედებს?

პროდუქციაზე მოქმედებს მწარმოებლის გარანტია. გამონაკლის შემთხვევებზე მოქმედებს Deals.ge -ს გარანტია.

გარანტიის პირობებს გაეცანით ბმულზე: http://deals.ge/page/warranty 

10. ვინ არის პასუხისმგებელი შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხზე?

პროდუქციის ხარისხზე პასუხისმგებელია მომწოდებელი.